თავში

ლირა კვლავ გაუფასურდა

ლირა კვლავ გაუფასურ
ლირა კვლავ გაუფასურდა

თურქეთის ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში 1,5%-ზე მეტით დაეცა და კვლავ ისტორიულ მინიმუმს მიუახლოვდა.

15 დეკემბრის სავაჭრო მონაცემებით, ერთი აშშ დოლარი 14,6 ლირა ღირს.

ჯერ კიდევ თებერვალში დოლარი 6,9 ლირა ღირდა, მას შემდეგ თურქული ვალუტა თითქმის 120 პროცენტით გაუფასურდა.

ლირის ვარდნა კიდევ უფრო დააჩქარა იმ ფაქტმა, რომ თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა დისკონტის განაკვეთი 16%-დან 15%-მდე შეემცირებინა.

ლირამ მკვეთრად ვარდნა ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ცენტრალური ბანკის სამი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ხელმძღვანელის ორი მოადგილე, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system