
მიუხედავად თურქეთის მაღალი ინფლაციისა, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა დისკონტის განაკვეთი შეამციროს, რამაც ლირის ვარდნა გამოიწვია.
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს, 21 ოქტომბერს, დისკონტის განაკვეთი 18-დან 16%-მდე შეამცირა, რამაც ლირა დოლართან მიმართებაში რეკორდულ დონეზე გააუფასურა.
ბოლო 24 საათში ლირა 2%-ზე მეტით დაეცა და ერთ აშშ დოლარზე 9,43 ერთეული შეადგინა.
დისკონტის განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება ცენტრალურმა ბანკმა რეკორდულად მაღალი ინფლაციის გამო მიიღო - სექტემბერში ფასების ზრდა 20%-მდე დაჩქარდა.