თავში

"ლოგ ინ ჯორჯია" ნახევარ მილიონ ადამიანს მაღალხარისხიანი ინტერნეტით უზრუნველყოფს

"ლოგ ინ ჯორჯია" ნახევარ მილიონ ადამიანს მაღალხარისხიანი
ლოგ ინ ჯორჯია ნახევარ მილიონ ადამიანს მაღალხარისხიანი ინტერნეტით უზრუნველყოფს

"ლოგ ინ ჯორჯია" ნახევარ მილიონ ადამიანს მაღალხარისხიან ინტერნეტით უზრუნველყოფს,"  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

"დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების და განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ინტერნეტის როლი არის არსებითი და მნიშვნელოვანი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხელი მოაწერა ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელების განვითარების 5 წლიან სტრატეგიას, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა პროექტი, საერთაშორისო პარტნიორებთან და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, „ლოგ ინ ჯორჯია“ . ეს პროქტი კონკრეტულად გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, 1 000-მდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრები ნახევარი მილიონი ადამიანისთვის წვდომის უზრუნველყოფას მაღალხარისხიან ინტერნეტზე. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ელექტრონული მმართველობის, ელექტრონული ჯანდაცვის და სხვა ელექტრონული სახელმწიფო სერვისების გამოყენებით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, დღეს უკვე დაიწყო გურიის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტი, რომლის შედეგად 49-მდე დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ დაახლოებით 30 000-ს ადამიანს ექნება წვდომა ფართოზოლოვან, სწრაფ, მაღალი ხარისხის ინტერნეტზე. ამ პროექტთან მიმართებაში აღსანიშნავია ფონდი „ქართუს“ როლი, რომელმაც მილიონობით ლარი დახარჯა ამ მიზნის მისაღწევად. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით მსოფლიო ბანკს ამ პროექტში მონაწილეობისთვის და იმ დახმარებისთვის, რომელსაც ის, საქართველოსთვის ინარჩუნებს, განსაკუთრებით ამ პანდემიისა და ეკონომიკური გამოწვევების პირობებში“,- აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა. 

საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, დაახლოებით, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააანონსა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა, თუმცა პროექტის აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა დაიწყო. საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან დაიწყო და მისი ღირებულება, სავარაუდოდ, 10 მლნ ლარია.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 35.7 მლნ ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო Log-in Georgia პროექტისთვის, რომლის მიზანია, საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system