თავში

ლოჯისტიკური ცენტრების როლი სოფლის მეურნეობაში

ლოჯისტიკური ცენტრების როლი სოფლის მეურნეობაში
ლოჯისტიკური ცენტრების როლი სოფლის მეურნეობაში

ლოჯისტიკური ცენტრების უზრუნველყოფას აგრარული სფეროს სპეციალისტი, პროფესორი პაატა აროშიძე დარგის ერთ-ერთ მთავარ მთავარ გამოწვევად მიიჩნევს. მისი თქმით, ლოჯისტიკასთან ერთად, უნდა გაძლიერდეს პროდუქტის მარაგებისა და ხარისხის საკითხიც, რადგან ამ ფაქტორების გარეშე ვერ მოხერხდება ბაზრის უწყვეტი მომარაგება, რაც განსაკუთრებით ექსპორტს უქმნის საფრთხეს. 

,,აგრობიზნესში მთავარ პრობლემად პირველ რიგში, ლოჯისტიკის პრობლემაა. ფერმერთა უმეტესობამ არც იცის, რომ თავისუფალი ვაჭრობის პრინციპი მოქმედებს და ევროპაში პროდუქტის გატანა დაბეგვრის გარეშეც შეუძლია. ამ შემთხვევაში უკვე მთავრობის ვალდებულაა, რომ ინფორმაცია სწორად იქნას ფერმერებამდე მიტანილი. გლეხმა ხშირ შემთხვევაში არ იცის, რა უპირატესობა აქვს მის პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე, რაც მიწოდების მხრივ პრობლემას ქმნის", - ამბობს აროშიძე და დასძენს, რომ მთავრობის მხრიდან დიდი რაოდენობის თანხა იხარჯება, მაგრამ სექტორის მოგება მაინც დაბალია, რის გამოც მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 10%-ს არ აღემატება ბოლო 25 წლის განმავლობაში.

,,სოფლის მეურნეობაში პრობლემა უნდა გადაწყდეს მეცნიერების აქტიური ჩარევით, მათი კონსულტაციებით, რასაც ფერმერები წარმოებისას გაითვალისწინებენ. ასე თანდათან, მოსავლიანობა შეიძლება გაორმაგდეს, რიგ შემთხვევაში, გასამმაგდეს კიდეც. წარმოება ცოდნაზე უნდა იყოს დამყარებული, რის საუკეთესო მაგალითია ისრაელი, რომელიც იმის მიუხედავად, რომ უდაბნოა, ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია მსოფლიოში", - აცხადებს აროშიძე report.ge-თან.

ლოჯისტიკური ცენტრების გაძლიერებისკენ მოუწოდებს მთავრობას სოფლის მეურნეობის განვითარების საერტაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ამავდროულად აქცენტი მიწების ათვისებაზე უნდა გაკეთდეს, რადგან აუთვისებელი ნაკვეთების მხრივ განსაკუთრებით ცუდი მდგომარებაა, განსაკუთრებით ქვეყნის მთიან ნაწილში.

,,ფერმერებს გზა უნდა გავუხსნათ და ამივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, როგორ შეძლონ პროდუქტის გატანა უცხოურ ბაზრებზე. რა ღონისძიებებიც არ უნდა დავგეგმოთ, შედეგი არ გვექნება, თუკი პრობლემა მუდმივად იქნება რეალიზაციასთან დაკავშირებით და გასაღების არეალი არ გაფართოვდება გლეხისთვის. მეტი თვალსაწიერი სჭირდება ხალხს, რომ ამარაგების სწორად მართვა ისწავლონ. გასაძლიერებელია მიწაზე ზრუნვაც, საქართველოდან წაღებული სხვადასხვა თესლი უცხოეთში მაღალმოსავლიანია, მაგრამ მათი საუკეთესო თესლები ჩვენთან არის საშუალოზე დაბალმოსავლიანი, რაც მიწაზე ნაკლები ზრუნვით არის გამოწვეული. მიწათმოქმედების კანონების დაცვა თუ გახდება შესაძლებელი, ქართულ მიწას ნაკლი არ ექნება. საქართველოს მთიანეთი არის ასათვისებელი,  ნიადაგი თუ არ იქნა ნაყოფიერი და არ გვექნება მოსავლის გარანტია, არაფერი გამოგვივა“, - აცხადებს report.ge-თან კობა კობალაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system