თავში

ლოკოკინების წარმოება საქართველოში სულ უფრო მომგებიანი ხდება

ლოკოკინების წარმოება საქართველოში სულ უფრო მომგებიანი ხდება
ლოკოკინების წარმოება საქართველოში სულ უფრო მომგებიანი ხდება

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა.

სოფლის მეურნეოების სამინისტროს ინფორმაციით, ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1.410.000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.

ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია ხდება საექსპორტო ბაზრებზე, ძირითადად იტალიაში, იგეგმება ადგილობრივ ბაზარზე გასვლაც. საწარმოში 10 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.

Report.ge- მ გაარკვია, რომ თუ გასულ წელს ერთი კილოგრამი ლოკოკინის სარეალიზაციო ფასი 15 ლარიდან 25 ლარამდე მერყეობდა, წელს ერთი კილოგრამი მოლუსკის რეალიზება 40-50 ლარადაა შესაძლებელი. ადგილობრივი რესტორნების მხრიდან ლოკოკინებზე მოთხოვნა მაღალია.

აღმოჩნდა, რომ ლოკოკინები საკმაოდ რთული მოსავლელები არიან. Report. ge - ს "ნადი გრუ­პის" დამფუძნებელი, მე­რაბ ნა­და­რა­ია, უყვება ისინი მუდმივ ყურადღებას საჭიროებენ.

"საჭმელი უნდათ, წყალი. მუდმივად საჭიროებენ შესაბამისი პირობებს: სიცხეში თავს მიწას აფარებენ, ღამე, სინესტესა და სიგრილეში კი იკვებებიან და მრავლდებიან. კვერცხს წელიწადში ორჯერ დებენ,თითო ლოკოკინა ერთ ჯერზე 30-50 კვერცხს დებს. კვერცხის დადებიდან ორ კვირაში ახალი მოლუსკი იჩეკება და 7-8 თვეში მისი მირთმევა უკვე შესაძლებელია. გასაყიდ ლოკოკინას რამდენიმე დღე მხოლოდ მარცვლეულით და წყალით ვკვებავთ, რომ კუჭ-ნაწლავი გასუფთავდეს. მერე გაიკეთებს აპკს და რეალიზაციისთვის მზად არის. დიდი მოთხოვნაა. სა­ჯი­შე ლო­კო­კი­ნე­ბი იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­ვიყვანეთ. მის ექ­სპორ­ტსა და გა­სა­ღე­ბა­ზეც სწო­რედ იტა­ლი­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბი ზრუ­ნა­ვენ." - აცხადებს მეწარმე.

"ნადი გრუპი" ლოკოკინებს 2 წელია აწარმოებს. პრო­დუქ­ცია იტა­ლი­ა­ში პირ­ვე­ლად მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში გა­ი­ტა­ნეს. მა­შინ სა­ექ­სპორ­ტო ლო­კო­კი­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ ხუთი ტონა შე­ად­გი­ნა. წელს ფერმაში 20 ტო­ნამ­დე ელო­დე­ბი­ან. მეწარმემ ლოკოკინების სა­წარ­მოს შექ­მნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რის შეს­წავ­ლის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა. მისი თქმით ლოკოკინებზე მაღალი მოთხოვნაა, როგორც საკვები ინდუსტრიის, ისე ფარმაციული ინდუსტრიის მხრიდანაც. "ნადი გრუ­პის" ხელ­მძღვა­ნე­ლი 2 წლის წინ დილემის წინაშე იდგა, ეწარმოებინა ბაყაყები, თუ ლოკოკინები. არჩევანი ლოკოკინებზე მეწარმემ ბაზრის შესწავლის შემდეგ შეაჩერა. როგორც ანალიზმა აჩვენა, მოლუსკების ბაზ­რის 40% და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

"პრო­დუქ­ტი არის ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო, მა­ღა­ლი პრო­ტე­ი­ნის შემ­ცვე­ლო­ბა და ქო­ლეს­ტე­რი­ნი აქვს ნული. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ის არის სა­სარ­გებ­ლო და ძა­ლინ ბევ­რმა ქვე­ყა­ნამ მისი აქ­ტი­უ­რად მოხ­მა­რე­ბა და­ი­წყო. თა­ვი­დან მისი მომ­ხმა­რე­ბე­ლი იყო საფ­რან­გე­თი, ბოლო 15 წლის განმვა­ლო­ბა­ში გან­ვით­რდა იტა­ლა­ი­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­სა და ინ­გლის­ში. ლოკოკინების ინდუსტრია ახლა ვი­თარ­დე­ბა ამე­რი­კა­სა და ჩი­ნეთ­ში. შე­ვის­წა­ველთ ასე­ვე ხარ­ჯე­ბის ოდე­ნო­ბაც. პირ­ვე­ლა­დი ინ­ვეს­ტი­ცია არის ძა­ლი­ან დიდი, რა თქმა უნდა ის მო­ი­თხოვს სა­ჯი­შე ლო­კო­კო­ნე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნას, რო­მე­ლიც ინ­ვეს­ტი­ცი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 30% პრო­ცენ­ტია. მისი კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბა არის ძვი­რი, მაგ­რამ სწა­ფად ამო­ღე­ბა­დია. მო­მა­ვალ წელს უკვე 100%-იანი მო­სა­ვა­ლი გვექ­ნე­ბა. ქართული წარმოების ლო­კო­კი­ნე­ბი უკვე იყიდე­ბა ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე. დაინტერესებაა ჰოლანდიიდან სამკურნალო ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან. აღმოჩნდა, რომ ლოკოკინის ლოსიონს ითხოვს კოსმეტიკური წარმოების მსხვილი მწარმოებლებიც. შეკვეთილი გვაქვს ლორწოს შემკრები სპეციალური აპარატიცბ და მალე ლოკოკინის ხორცის პარალელურად, მისი ლორწოს რეალიზაციასაც შევძლებთ" - გვი­თხრა სა­წარ­მოს დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, მე­რაბ ნა­და­რა­იამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system