თავში

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული ინდექსები კვლავ იზრდება

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული ინდექსები კვლავ იზრდება
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული ინდექსები კვლავ იზრდება

"თიბისი ბანკის" ყოველკვირეული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ლონდონის საფონდო ბირჟის  11 ივნისის სავაჭრო სესიაზე, თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები 11.0 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე, წინა კვირის მაჩვენებელზე 0.9%-ით მაღალ ნიშნულზე დაიხურა. კვირის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობა 118.9 ათას აქციას გაუტოლდა.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) 162.2 ათასი აქცია ივაჭრა, დახურვის ფასმა კი 12.76 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი (+0.9% კვ/კვ) შეადგინა.

საქართველოს კაპიტალის (CGEO LN) აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ პარასკევს 6.18 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგზე (-1.3% კვ/კვ) დაიხურა, ვაჭრობის მოცულობამ კი 138.0 ათასი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system