თავში

ლონდონში და კალიფორნიაში უპილოტო ტრანსპორტი გამოჩნდა - PHOTO

ლონდონში და კალიფორნიაში უპილოტო ტრანსპორტი გამოჩნდა
ლონდონში და კალიფორნიაში უპილოტო ტრანსპორტი გამოჩნდა - PHOTO

უპილოტო ავტომობილების განვითარება, გზებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანი ინოვაციაა. სწორედ ამიტომ, ჩინეთი და სხვა ქვეყნებიც აქტიურად მუშაობენ აღნიშნული სიახლის დანერგვაზე. დიდი ბრიტანეთის გზებზე ავტონომიურად მოძრავი ტრანსპორტის მასიური გამოცდა უკვე დაიწყო. თვითმართვადი ტრანსპორტის მარშრუტი, როგორც ქალაქებს შორის დამაკავშირებელ მაგისტრალებზე, ასევე დასახლებულ პუნქტებშიც მდებარეობს. ბრიტანეთის მთავრობამ, ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო, პროექტი სახელწოდებით StreetWise . 

საბოლოო მიზანია სატრანსპორტო სისტემაში, ინოვაციური და რევოლუციური ტექნოლოგიების დანერგვა. ამრიგად, იმ ქალაქების ჩამონათვალს შორის, სადაც უპილოტო ავტომობილები იმოძრავებენ ლონდონიც არის. ბრიტანეთის დედაქალაქის ორ რაიონში, სპეციალური მარშრუტია შექმნილი, რომლის სიგრძეც 19 კილომეტრია. ტესტირების საწყის ეტაპზე ავტონომიურ ტრანსპორტში დაზღვევის მიზნით მძღოლიც იქნება. თვითმავალი ავტომობილები მარშრუტზე მოძრაობის დროს, მგზავრების ასაყვანად წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე გაჩერდებიან. ტექნიკური დეტალების გარდა, ცდების მიმდინარეობისას, StreetWise-ის წარმომადგენლები, ასევე დააკვირდებიან მგზავრების რეაქციას: რამდენად კომფორტულად გრძნობენ ისინი თავს თვითმავალ ავტომობილებში, აქვთ თუ არა სურვილი მსგავსი სერვისით სარგებლობაში თანხა გადაიხადონ და რა პრობლემები შეექმნებათ, ინოვაციური სერვისით სარგებლობის დროს. 

ამ მხრივ, ევროპას აზია და აშშ-ც არ ჩამორჩება, სამხრეთ კორეული ავტომწარმოებელი Hyundai, კალიფორნიაში თვითმავალი ტაქსის სერვისის ამოქმედებას გეგმავს, რომლით სარგებლობა, სრულიად უფასო იქნება. ეს გადაწყვეტილება ავტომწარმოებელი კომპანიის მასშტაბური პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც, Hyundai თვითმავალი ტრანსპორტის განვითარებისათვის, 35 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციის დახარჯვას გეგმავს. სერვისით სარგებლობას აპლიკაციის მეშვეობით, ის მძღოლები შეძლებენ, რომელთა ავტომობილები განსაზღვრულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. ავტომობილები სრულიად თვითმართვადი არ იქნება, დამატებითი უსაფრთხოებისათვის საჭესთან მძღოლის ჯდომა პირველ ეტაპზე, აქაც აუცილებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system