თავში

ლოზუნგებისა და სიტყვით გამოსვლების გარეშე - ბარები გახსნას ითხოვენ

ლოზუნგებისა და სიტყვით გამოსვლების გარეშე - ბარები გახსნას ითხოვენ
ლოზუნგებისა და სიტყვით გამოსვლების გარეშე - ბარები გახსნას ითხოვენ

თბილისში არსებული ბარების წარმომადგენლები და მათი თანა მოაზრეები კომენდანტის საათის გაუქმებას და გახსნას ითხოვენ. ისინი დღეს თავისუფლების მოედანზე აქციას გამართავენ. 

"ზემდეტი ლოზუნგებისა და დამღლელი სიტყვით გამოსვლების გარეშე ვერთიანდებით ერთი კონკრეტული მოთხოვნის ირგვლივ - გაუქმდეს კომენდანტის საათი", - ნათქვამია მათ მიერ გევრცელებულ განცხადებაში. 

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მიმოსვლის თავისუფლება არის კონსტიტუციით დაცული უფლება.

უკვე მესამე თვეა, რაც სახელმწიფო ამ უფლებას გვიზღუდავს. დღეს, როდესაც დაავადებითობის მაჩვენებელი იმაზე ორჯერ დაბალია, ვიდრე შეზღუდვების მოხსნის წინაპირობად იყო გაცხადებული, ხელისუფლებას არ აქვს არანაირი არგუმენტი, იმისათვის, რომ შეგვიზღუდოს ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system