თავში

ლუდი "კორონას" გაყიდვები აშშ-ში შემცირდა, თუმცა, კომპანიაში საპირისპიროს ამტკიცებენ

ლუდი "კორონას" გაყიდვები აშშ-ში შემცირდა, თუმცა, კომპანიაში საპირისპირ
ლუდი კორონას გაყიდვები აშშ-ში შემცირდა, თუმცა, კომპანიაში საპირისპიროს ამტკიცებენ

ლუდი „კორონა“ საკუთარ სარეკლამო კამპანიაში ცვლილებას არ გეგმავს. ბრენდის წარმოამდგენლები ამბობენ, რომ  მიუხედავად გავრცელებულ ვირუსთან სახელის დამთხვევისა, გაყიდვები არ შემცირებულა და პირიქით, გაიზარდა კიდეც.

მომხმარებლებმა იციან, რომ არ არსებობს კავშირი ვირუსსა და ჩვენს ბიზნესს შორის“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა CNN-თან საუბრისას.

მისი თქმით, „კორონას“ გაყიდვები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ამერიკულ ბაზარზე, სადაც 4 კვირის განმავლობაში მოთხოვნა 5%-ით გაიზარდა.

ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია მათკენ, ვინც ამ საშინელი ვირუსით დაზარალდა. ვიმედოვნებთ, რომ ეპიდემია მალე დასრულდება“, - აცხადებენ კომპანიაში.

მიუხედავად ბრენდის წარმომადგენელთა განცხადებებისა, კვლევები საპირისპიროს აჩვენებს. უკანასკნელი გამოკითხვების შედეგად, ამერიკელთა 38% ამბობს, რომ არ შეიძენს ლუდ „კორონას“ არც ერთ შემთხვევაში და მიზეზად სწორედ მის სახელს ასახელებს.

კვლევის მიხედვით, ამ პროდუქტის მიმართ მოთხოვნა ბოლო ორ წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა დაცემული.

კომპანია გამოკითხვების შედეგებს არ ენდობა და „დეზინფორმაციას“ უწოდებს.

თუმცა, ფაქტია, რომ ბრენდის აქციები გასულ კვირაში 8%-ით გაუფასურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system