თავში

ლურჯ მოცვზე ისტორიულად მაღალი მოთხოვნაა

ლურჯ მოცვზე ისტორიულად მაღალი მოთხოვნაა
ლურჯ მოცვზე ისტორიულად მაღალი მოთხოვნაა

მსოფლიო ბაზარზე ლურჯ მოცვზე მოთხოვნამ პიკს მიაღწია. East fruit წერს, რომ მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ზოგიერთი ქვეყანა თითქმის მთლიანად იმპორტირებულ პროდუქტზე გადავიდა. რაც შეეხება საქართველოს, ადგილობრივი მწარმოებლები აცხადებენ, რომ მოთხოვნა არც ისე დიდია. ამის მიზეზად კი მაღალ ფასს და მოცვის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას ასახელებენ.

მოცვის ბაზარზე არსებული ვითარება Agri-gator-მა მიმოიხილა. კერძოდ, მათი ინფორმაციით, მსოფლიო ბაზარზე 1 კილოგრამი ლურჯი მოცვის მინიმალური ფასი 4 ევროა და 15 ევრომდეც კი აღწევს. ამ კულტურის ყველაზე მსხვილი მწარმოებლებია ჰოლანდია, გერმანია და დიდ ბრიტანეთი.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანში მოცვის სეზონი ივლისის შუა რიცხვებში დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა მწარმებლებმა ევროკავშირიდან Global G.A.P-ის სერტიფიკატიც მოიპოვეს, შემოთავაზებული მაღალი ფასისა და კარგი პირობების გამო, არჩევანი რუსეთზე გააკეთეს. ცნობისთვის, Global G.A.P-ის დოკუმენტი დასტურია, რომ პროდუქტი ყველა უმაღლეს სტანდარტს აკმაყოფილებს, შესაბამისად, ქართული მოცვის მისაღებად ევროკავშირი მზად არის. ეს კომპანიებია „ლურჯი ველი“, „მოცვი“, "ჯეობერი“, „ქართული მოცვი“, რომელებმაც ამხანაგობა შექმნეს.

„ჩვენთან მოთხოვნა დაბალია, რადგან ლურჯი მოცვი რა პროდუქტია, მოსახლოების 99%-მა არ იცის. ზოგადად, ეს კულტურა მსოფლიოშიც ახალია და საქართველო კი არა, ბევრი განვითარებული ქვეყნების ბაზრებიც არ იცნობენ. პროდუქტის მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე კი, მასზე მოთხოვნა დიდია იმ ქვეყნებში, სადაც გადახდისუნარიანობა უფრო მაღალია. საქართველოს ბაზარზე, ბოლო რამდენიმე წელია, რაც ლურჯი მოცვი გამოჩნდა. ფასი დაახლოებით, 10-დან 20 ლარადე მერყეობს, ხარისხის მიხედვით. ძირითადად აქ იყიდება ის მოცვი, რომელსაც არ გაჩნია საექპორტო პოტენციალი, ანუ გადარჩეულია და მისი ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ არის," - განუცხადა Report.ge-ს  შპს „მოცვის“ დამფუძნებელმა ზვიად მირიანაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მოცვის ექსპორტზე გატანა ძალიან ჭირს ივლისში, რადგან ევროპის ბევრ ქვეყანაში სწორედ ამ პერიოდში იწყება მოსავლის აღება, რის გამოც ფასი მცირდება, ამიტომ ექსპორტი ამ დროს მიმზიდველობას კარგავს. მეწარმე ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზით ბევრი მწარმოებელი ტრანსპორტის ხარჯის თავიდან აცილების მიზნით, პროდუქტს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.

მისი თქმით, საქართველოში მოცვის სეზონი მაისის ბოლოდან ივლისის ბოლომდ გრძელდება. რაც შეეხება წარმოების ზრდას, როგორც ზვიად მირიანაშვილი აღნიშნავს, კომპანიის გეგმებში შედის, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კულტურის სიღრმისეული შესწვალა მოხდება.

„ჩვენ ჯერ კიდევ ამ კულტურის შესწავლის პროცესში ვართ. არ გვინდა დავუშვათ შეცომა, როგორც ამას ბევრი მეწარმე უშვებს. საქართველოში მისი წარმოების ცოდნა ძალიან დაბალ დონეზეა. სამწუხაროდ, ბევრი ფერმერი ფიქრობს, რომ რადგან ფასი მაღალია, დარგავს, მოიყვანს და გაყიდის, მაგრამ ეს ასე მარტივი არ არის. ასეთი მიდგომით შეიძლება დარგო მცენარე და 2 წელში გაგიხმეს. დაემართოს ავადმყოფობა და უბრალოდ ვერ გაიგო როგორ უმკურნალო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერ ვაკვირდებით, დავდივართ საზღვარგარეთ ტრენინგებზე, რათა შევისწავლოთ ეს კულტურა, მასზე არსებული მოთხოვნა და ა.შ. თორემ ქართველებზე არანაკლებ ჭკვიანები არიან სხვა ქვეყნებში და ისინიც დააკმაყოფილებენენ მზარდ მოთხოვნას“,-აცხადებს ზვიად მირიანაშვილი.

რაც შეეხება საექპორტო ქვეყნებს, ლურჯი მოცვის მწარმოებელი ამბობს, რომ ითანშრომლებს იმ ქვეყნებთან, ვინც უკეთეს პირობებს შესთავაზებს.

„ზოგადად ქვეყნებთან მოლაპაარკებები იწყება მოსავლის აღებამდე 2 კვირით ადრე. ამ ეტაპზე, დაგეგმილი გვაქვს თებერვალში ბერლინში და ასევე, ახლო აღმოსალეთში გამოფენებზე წავლა, სადაც პოტენციურ მყიდველებს დავეკონტაქტებით. როგორც მოგეხსნებათ, ჩვენი პროდუქცია სერტიფიცირებულია და ყოველთვის მზად დავხვდებით ნებისმიერი ქვეყნიდან მოთხოვნას. ამასთან, რა თქმა უნდა, უარს არ ვიტყვით არც რუსეთის ბაზარზე. სეზონის მოახლოებისას გადავწყვეტთ, რომელ ქვეყანასთან ვითანამშრომლებთ“,-აცხადებს ზვიად მირიანაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system