თავში

მაჭავარიანი ყალბი დღგ-ის საქმის გამოძიებით კმაყოფილია

მაჭავარიანი ყალბი დღგ-ის საქმის გამოძიებით კმაყოფილია
მაჭავარიანი ყალბი დღგ-ის საქმის გამოძიებით კმაყოფილია

ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის ივანე მაჭავარიანის შეფასებით, ყალბი ანგარიშფაქტურების საქმეზე დაწყებული გამოძიება შედეგიანი იყო.

მისივე განმარტებით, ყალბი დღგ-ის საკითხთან დაკავშირებით გამოძიება ბევრი ადამიანის და კომპანიის მიმართ მიმდინარეობდა. ბევრი მათგანი დააპატიმრეს, ბევრისგან კი ქონება ამოიღეს.

" ყველაზე მთავარი ისაა, რომ სისტემა მთლიანად მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა, მნიშვნელოვნად ამოიქოლა ის ხვრელები, რომელმაც საშუალება მისცა ამ თაღლითობას, რომ შემდგარიყო და ამის დასტურია 2019 წლის საბიუჯეტო შემოსავლები, რომელიც 600 მლნ-ის გადაჭარბებით შესრულდა, რაც შემოსავლების და საგამოძიებო სამსახურების დამსახურებაა და ეს რეკორდული რიცხვია უახლესი საქართველოს ისტორიაში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მიმდინარე წლის აგვისტოში მაჭავარიანი ამბობდა, რომ ყალბი დღგ-ის საქმეზე სამართლებრივ პასუხისგებაში 188 ადამიანი მიეცა. 

წინა წლის დეკემბერში100 მილიონის დღგ-ს ანგარიშფაქტურის გაყალბების საქმეზე რამდენიმე ათეული პირია დააკავესდააყადაღეს 123 მლნ-ის ქონება.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰაბ ჯორჯია" ამტკიცებს, რომ დღგ-ს გაყალბების თაღლითურ სქემის მთავარი აქტორები ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი არიან.

საქმე ამ დრომდე ძიებაშია. აღძრულია 34 სისხლის სამართლის საქმე.

ცნობისთვის, მთავრობამ დღგ-ს რეფორმა დაიწყო. რეფორმას ბიზნესი იწონებს. საგადასახადო სფეროს სპეციალისტები დღგ-ს რეფორმას არაერთგვაროვნად აფასებენ. ნაწილი თვლის, რომ დღგ-ს გადახდის მექანიზმი ევროპულ მოდელს მაქსიმალურად დაუახლოვდება და ბიზნესგარემოს გააუმჯობესებს, ნაწილის შეფასებით, სანამ გადასახადი არ შემცირდება, პერსპექტივაზე საუბარი ნაადრევია.

საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებების საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 14 ივლისს დაამტკიცა.

ცვლილებები შეეხო საგადასახადო კოდექსის დამატებული ღირებულების გადასახადის მარეგულირებელ თითქმის ყველა დებულებას:

1. მკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის;

2. შემუშავდება შიდა პროცედურები, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისა და ინტერპრეტაციების პრაქტიკაში გამოყენების მიზნით;

3. მომსახურების გაწევის ადგილის ევროპული პრაქტიკის დანერგვა და საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებული შეღავათების სპექტრის გაზრდა, ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო სერვისების ცენტრად ჩამოყალიბების პროცესს;

4. ქართული და ევროპული დღგ-ის შესაბამისობა, ევროკავშირში დაფუძნებული ბიზნესებისთვის სხვადასხვა ბიზნეს ხარჯებზე დღგ-ის დაბრუნების წესის პრაქტიკაში დანერგვასთან ერთად, გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს;

5. შენარჩუნებულია ყველა არსებული ნორმა და მექანიზმი, რომელიც ამარტივებს დღგ-ის ადმინისტრირების პროცესს;

6. შედეგად, ასევე, შემცირდება სადავო შემთხვევები და გამარტივდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system