თავში

საქართველოდან სპილენძის მადნების ექსპორტზე კონკურენციის ზრდას ელოდებიან

მადნების ექსპორტზე კონკურენციის ზრდას ელოდებიან
საქართველოდან სპილენძის მადნების ექსპორტზე კონკურენციის ზრდას ელოდებიან

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ რეგიონის ეკონომიკის ანგარიშში საუბარია ჩინეთის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებზე, რასაც შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე ჰქონდეს გავლენა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი სპილენძის მადნებია, მსოფლიო ბაზარზე პროდუქციის მსხვილი შემსყიდველი კი – ჩინეთი.

სავალუტო ფონდი მიუთითებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომის გამო, ჩინეთში მოთხოვნის შემცირება არის მოსალოდნელი. შედეგად კი, საქართველოდან ექსპორტირებულ სპილენძის მადნებზე კონკურენცია გაიზრდება, რადგან სხვა მწარმოებელი ქვეყნები ეძებენ ახალ ბაზრებს.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩინეთზე საქართველოს ექსპორტის მხოლოდ ექვსი პროცენტი მოდის.

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს ექსპორტმა ჩინეთში 198 მილიონი დოლარი შეადგინა, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში კი – 125 მილიონი დოლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system