თავში

მადონამ კორონავირუსის ფონდში მილიონი ევრო გადარიცხა

მადონამ კორონავირუსის ფონდში მილიონი ევრო გადარიცხა
მადონამ კორონავირუსის ფონდში მილიონი ევრო გადარიცხა

61 წლის მომღერალმა მადონამ, ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ კორონავირუსის ფონდში, რომლიც ვაქცინის შექმნის დაჩქარებას ისახავს მიზნად, 1 მილიონი ევრო გადარიცხა. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლეიენმა განაცხადა. 

აღსანიშნავია, რომ მადონა, ცოტა ხნის წინ, კარანტინის დარღვევას და გარეთ გასვლას გეგმავდა, რადგან ახალი კორონავირუსის მას აღარ ეშინია. მომღერალმა ტესტი გაიარა, რომელიც COVID-19-ის მიმართ ანტისხეულების არსებობას ადგენს და აღმოჩნდა, რომ ის დადებითია.

ევროკომისიამ 8 მილიარდ ევროზე მეტი თანხის მობილიზება მოახერხა, რომელიც ვაქცინის შექმნას და კორონავირუსის მკურნალობისთვის საჭირო კვლევებს მოხმარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system