თავში

MAERSK-ი საქართველოში სარკინიგზო პროდუქტების პორტფელს აფართოებს

MAERSK-ი საქართველოში სარკინიგზო პროდუქტების პორტფელს აფართოებს
MAERSK-ი საქართველოში სარკინიგზო პროდუქტების პორტფელს აფართოებს

ჩინეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი ბლოკ–მატარებლის შემოსვლით, Maersk-ის სარკინიგზო პროდუქტების პორტფელი ფართოვდება.

ეს ბლოკ-მატარებელი მნიშვნელოვანი ნაწილია Maersk-ის ინტერკონტინენტალური სარკინიგზო მომსახურების პორტფელში.

როგორც A.P. Moller - Maersk-ში საქართველოს კომერციული წარმომადგენელი, ირაკლი დანელია, განმარტავს, ეს პროექტით საქართველო გახდება ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდი. მისი თქმით, სერვისი სპეციალურად ქართველი მომხმარებლებისთვის შეიქმნა, თუმცა დაგეგმილია მთელი კავკასიის რეგიონის ათვისება.

"გარდა იმისა, რომ კიდევ ერთი კავშირი არსებობს აზიასა და ევროპას შორის, პროდუქტის შემდგომი გაფართოება ასევე გააძლიერებს საქართველოს როლს ახალი აბრეშუმის გზის განვითარებაში", - ამბობს ირაკლი დანელია და დასძენს, რომ პირველი მატარებელი 4 ოქტომბერს ჩინეთიდან ჩამოვიდა, რითაც ახალი სარკინიგზო კავშირი გაიხსნა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთისთვის.

შეგახსენებთ, ჩინეთ-საქართველოს პირველი ბლოკ–მატარებელი 2020 წლის 10 სექტემბერს წამოვიდა და 4 ოქტომბერს თბილისში 41 კონტეინერით ჩამოვიდა.

Maersk Line არის ერთ-ერთი წამყვანი ხაზი მსოფლიოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 500-ზე მეტი კონტეინერის ჭურჭელს, 1,400,000 კონტეინერზე მეტი ფრენის რაოდენობის მქონე ფლოტს. მას აქვს კარდაკარის სერვისების უნიკალური კონცეფცია სატვირთო გემებით, სატვირთო მანქანებითა და მატარებლებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system