თავში

მაღაზიათა ასოციაცია: პროდუქტები ისევ გაძვირდება

მაღაზიათა ასოციაცია: პროდუქტები ისევ გაძვირდება
მაღაზიათა ასოციაცია: პროდუქტები ისევ გაძვირდება

„ქართულ მაღაზიათა ასოციაციაში“ ამბობენ, რომ ლარის გაუფასურება პროდუქციის გაძვირების მთავარი მიზეზია. ასოციაციაში განმარტავენ, რომ საქართველო როგორც წარმოების ასევე ნედლეულის მხრივ იმპორტდამოკიდებულია და სავალუტო რყევებს დიდი გავლენა აქვს ფასებზე.

მათივე თქმით, ბოლოს პროდუქცია სამი კვირის წინ გაძვირდა, როცა დოლარი ლართან 3.17–დან 3.35–მდე ავიდა. მაღაზიებში გაძვირებას კიდევ ელოდებიან.

"ეროვნული ბანკის მოკლევადიანი ინტერვენციები მხოლოდ ცოტა ხნით არეგულირებს სიტუაციას და არასტაბილურ გარემოს ქმნის. მთავარ პრობლემად რჩება ლარის დევალვაცია. გამოსავალი არის იმაში, რომ შევიძინოთ ქართული პროდუქტი, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას, როგორც ნედლეულის ასეევ პირველადი მოხმარების კუთხით,“– ამბობს მაღაზიათა ასოციაციის პრეზიდენტი ლუკა ჭელიძე.

ცნობისთვის, ასოციაციაში 900–ზე მეტი აქტიური წევრია.

შეგახსენებთ, 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.

გაძვირებულია თითქმის ყველა ძირითადი მოხმარების პროდუქცია. როგორვ წლიურ ისე თვიურ ჭრილში გაძვირებულია რძე, ყველი,კვერცხიზეთიბოსტნეული და ბაღჩეული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system