თავში

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის კონსორციუმს $10 მლნ ეპატია

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის კონსორციუმს $10 მლნ ეპატია
მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის კონსორციუმს $10 მლნ ეპატია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის, განცხადებით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" სახელმწიფომნ 10 მლნ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო აპატია. 

ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე საუბრისას განაცხადა.

"სახელმწიფოს მხრიდან უკვე იქნა ნაპატიები 10 მილიონ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო, რა შეღავათიც უკვე გაწეულია სახელმწიფოს მხრიდან. დღეის მდგომარეობით, კონსორციუმს დარიცხული აქვს დამატებითი პირგასამტეხლო, მისი ანაზღაურების საკითხი და შემდგომი იურიდიული პროცედურები იქნება დაწყებული. ეს იმას გულისხმობს, რომ კონსორციუმმა უნდა მოახდინოს სახელმწიფოსგან გადაცემული მიწების დაბრუნება, ასევე დოკუმენტაციის დაბრუნება და ა.შ. მთელი ეს პროცედურები გაწერილია ხელშეკრულებაში და მივყვებით ამ პროცედურებს", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, საარბიტრაჟო სასამართლოში დავის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ეს კონსორციუმის უფლებაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system