თავში

მაია ცქიტიშვილი ანაკლიის კონსორციუმს: ვადა იწურება

მაია ცქიტიშვილი ანაკლიის კონსორციუმს: ვადა იწურება
მაია ცქიტიშვილი ანაკლიის კონსორციუმს: ვადა იწურება

შიდა კაპიტალის შევსებისა და სასესხო ხელშკრულებების ხელმოწერის ვადა 16 დეკემბერს იწურება, წლის ბოლომდე კი უნდა მოხდესე.წ. ფინანსური დახურვა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პროექტის შესახებ ჟურნალისტების დაინტერესებას უპასუხა.

„ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით არ გვაქვს კონსორციუმისგან რაიმე დამატებითი ინფორმაცია ინვესტორების შესახებ. რაც შეეხება ვადებს, არ მინდა შევიდე ზედმეტ შეფასებებში, მაგრამ საკმაოდ რთული პროცესია და ცოტა დროა დარჩენილი იმისთვის, რომ ყველა ვალდებულება შესრულდეს. 31 დეკემბერი არის ის ვადა, როდესაც იწურება ხელშეკრულების მორიგი გახანგრძლივება და მას შემდეგ, რა თქმა უნდა, უკვე განვახორციელებთ იმ ქმედებებს, რომელიც დადგენილია ხელშეკრულებით. პრაქტიკულად, ორი წლით გახანგრძლივდა ვადა, რომელიც გამოყოფილი იყო ამ პროექტის განხორციელებისთვის და იმის გათვალისწინებით,რომ უკლებლივ ყველანი ვთანხმდებით,რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა,ჩვენ გვაქვს კიდევ ის პასუხისმგებლობაც, რომ უსასრულოდ არ გაგრძელდეს იმ ინვესტორთან თანამშრომლობა, რომელსაც სამწუხაროდ აქვს სირთულეები ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system