თავში

მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პორტი იყო და რჩება სტრატეგიულ პროექტად

​მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პორტი იყო და რჩება სტრატეგიულ პროექტად
მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პორტი იყო და რჩება სტრატეგიულ პროექტად

დღეს, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგა.

დღევანდელ სხდომაზე მაია ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტად რჩება.

დეპუტატების შეკითხვების საპასუხოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის გეგმა ანაკლიის პორტის განვითარებაა.

„კონკრეტული გეგმა არის ახალი ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება. ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ბევრად უკეთაა ინვესტორებთან მუშაობაში სპეციალიზებული, მუშაობს ახალ პირობებზე. ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მზადაა, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და კონსულტანტების მეშვეობით დაგვეხმაროს, რათა მომავალში გაიოლდეს ინვესტორის მოძიება. როგორც იცით, გზების დეპარტამენტის კონტრაქტორმა კომპანიამ დაასრულა საპროექტო სამუშოები და ახალი ინვესტორის გრაფიკის შესაბამისად დაიგეგმება იმ საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ანაკლიის პორტს ჩვენს მაგისტრალებს დააკავშირებს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.   

შეგახსენებთ რომ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა, თუმცა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საქართველოს მთავრობამ კონსორციუმს ხელშეკრულება შეუწყვიტა სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის მიზეზით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system