თავში

მაია ცქიტიშვილი: მიმდინარე ტენდერებში მაღალი კონკურენციაა

მაია ცქიტიშვილი: მიმდინარე ტენდერებში მაღალი კონკურენციაა
მაია ცქიტიშვილი: მიმდინარე ტენდერებში მაღალი კონკურენციაა

"მიმდინარე ტენდერებში მაღალი კონკურენციაა", - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ცქიტიშვილი განმარტავს, რა განაპირობებს ბიზნესის მარალ ინტერესს ტენდერებისადმი.

"დაახლოებით აპრილის დასაწყისში, მაშინ, როდესაც ვალუტის კურსი ცვალებადობა იყო, მაშინვე სექტორთან კონსულტაციის შედეგად, რა თქმა უნდა, დავინახეთ, რომ ეს ყველაზე მაღალი არაპროგნოზირებულობის რისკი მათ შორის იყო იმ მოსაპირკეთებელი ან სამშენებლო მასალების ღირებულებაში და აქაც სახელმწიფომ ამ ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებს დაუზღვია შესაძლო ფასთა ცვლილება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ  ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ტენდერები უშუალოდ საგანგებო ვითარების პროცესშიც იყო გამოცხადებული, თუმცა ჩამორჩენა მაინც ფიქსირდება, რადგან კორონავირუსის პანდემიური ვიტარების გამო 33 სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტის გარდა, სამინისტროს სხვა პროექტების შეჩერება მოუწია.

„ჩამორჩენა, ბუნებრივია, იმის გათვალისწინებით, რომ 33 პროექტის გარდა, სხვა პროექტების გაჩერება მოგვიწია. გვქონდა თავდაპირველი ბიუჯეტი დამტკიცებული 2 მილიარდ ლარზე მეტი, დღეს გვაქვს სამწუხაროდ 1 მილიარდ 800 მილიონიანი ბიუჯეტი. ეს არის „კოვიდის“ შედეგი", – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system