თავში

მაია ცქიტიშვილმა ახალგაზრდული პროექტის მონაწილეებს უმასპინძლა

მაია ცქიტიშვილმა ახალგაზრდული პროექტის მონაწილეებს უმასპინძლა
მაია ცქიტიშვილმა ახალგაზრდული პროექტის მონაწილეებს უმასპინძლა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და მისი მოადგილე მზია გიორგობიანი ორი ახალგაზრდული პროექტის მონაწილეებს შეხვდნენ.

პროექტის „სტუდენტები თვითმმართველობაში 2019“ ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტის ათმა სტუდენტმა თელავის, ამბროლაურის, ქედის, გორისა და მცხეთის მერიებში ერთი თვის განმავლობაში იმუშავა.

ისინი დარგობრივი სამსახურების მუშაობას გაეცნენ და მუშაობის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი ანგარიშები წარადგინეს. მათ,ასევე,საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ საკრებულოს სხდომებს და გაცნობოდნენ საკრებულოს კომისიების და აპარატის მუშაობას.

სხვადასხვა სპეციალობის პრაქტიკანტების საქმიანობა, რომლებიც წარმოშობით იმ მუნიციპალიტეტებიდან არიან, სადაც პროექტის შესაბამისად განაწილდნენ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) დააფინანსა.

ახალგაზრდული კონკურსი ჩატარდა ასევე საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში. გარდაბანში, ხაშურში (სურამში), ცაგერში, ტყიბულსა და ჭიათურაში კონკურსანტებმა საჯარო სივრცის მოწყობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის კონკრეტული პროექტები წარადგინეს.

4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, დანიისა და საქართველოს მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, სამ რეგიონში - ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში ხორციელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system