თავში

მაიკლ ქოუგილი: მოგვწონს, რაც საქართველოში კოვიდზე რეაგირების ფარგლებში ხდება

მაიკლ ქოუგილი: მოგვწონს, რაც საქართველოში რეაგირების ფარგლებში ხდება
მაიკლ ქოუგილი:  მოგვწონს, რაც საქართველოში კოვიდზე რეაგირების ფარგლებში ხდება

"გამიხარდა, რომ პრემიერ-მინისტრამდე მივიტანეთ სათქმელი, განსაკუთრებით სასიხარულოა ის საკითხები, რომლებზეც საერთო შეთანხმებას მივაღწიეთ, ეს იყო ყველაზე კარგი შედეგი, რაც ოდესმე გვქონია" - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მაიკლ ქოუგილმა, პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემები არსებობს, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში. ბევრი სასტუმრო და რესტორანია დაზარალებული. თუმცა, შეხვედრაზე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნები დასახეს. 

"შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგადასახადო საკითხებს. ძალიან კარგი საუბარი შედგა. ძალიან მოგვწონს, რაც რეაგირების ფარგლებში ხდება ამჟამად. ჩვენი ბევრი წევრი საქმიანობს სამშენებლო სექტორში. ბანკებს სხვა პროფილის პრობლემები აქვთ.

ახალი კორონავირუსი საშინელებაა! აქაც და გლობალურად! შეერთებულ შტატებშიც რთული მდგომარეობაა. ეს საკითხი ყველა ჩვენგანს შეეხო და ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა. ამას ვამბობ იმ ადამიანთა გასაგონად, ვინც ტელევიზიით გვისმენს. პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მნიშვნელოვანია და ეს ნამდვილად ცვლის სიტუაციას. ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა ეს იციან და ამ მოთხოვნებს იცავენ თავიანთ საწარმოებში. ყველას მოვუწოდებ, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა იკისროს, რათა რაც შეიძლება მალე დავაღწიოთ თავი ამ განსაცდელს“, - განაცხადა მაიკლ ქოუგლიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system