თავში

მაისში აზერბაიჯანიდან საქართველოს 3 276 ვიზიტორი ესტუმრა

მაისში აზერბაიჯანიდან საქართველოს 3 276 ვიზიტორი ესტუმრა
მაისში აზერბაიჯანიდან საქართველოს 3 276 ვიზიტორი ესტუმრა

მიმდინარე წლის მაისში აზერბაიჯანიდან საქართველოს 3 276 ვიზიტორი ესტუმრა, ამის შესახებ აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშში, რომლის მიხედვით, ვიზიტებიდან ტურისტული ხასიათის ვიზიტების რაოდენობა 26,503 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 93.8%-ით ნაკლებია.

მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში ვიზიტები ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდანაა შემცირებული. აზერბაიჯანიდან საქართველოში განხორციელებულმა ვიზიტებმა, წინა წლის მაისთან შედარებით, 97%-ით იკლო, თუმცა ამ ქვეყნიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მეოთხე ადგილს იჭერს თურქეთის, სომხეთისა და რუსეთის შემდეგ.

გასულ თვეში ყველაზე მეტი,15,863 ვიზიტორი, საქართველოს მეზობელი თურქეთიდან ესტუმრა.

ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა ასე გამოიყურება:

1 თურქეთი - 15 863 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -77,8% ;
2 სომხეთი - 7 803 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -92,1% ;
3 რუსეთი - 3 777 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -97,8% ;
4 აზერბაიჯანი - 3 276 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -96,9% ;
5 საქართველო (არარეზიდენტი) - 1 956 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,1% ;
6 უკრაინა - 1 003 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -94,1% ;
7 ბელარუსი - 743 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -81,9% ;
8 ყაზახეთი - 374 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -94,9% ;
9 უზბეკეთი - 320 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -71,4% ;
10 ბულგარეთი - 207 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -77,3% ;
11 საუდის არაბეთი - 118 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -81,3% ;
12 ტაჯიკეთი - 85 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -80,8% ;
13 ირანი - 76 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -98,9% ;
14 მოლდოვა - 70 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -88,2% ;
15 ყირგიზეთი - 70 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -93,2%.

შეგახსენებთ, საქართველო და აზერბაიჯანი 2020 წელს ერთობლივ ტურისტულ სვლას გეგმავდნენ, ორ ქვეყანას ერთობლივი ტურისტული პაკეტები უნდა შეექმნა მესამე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის, თუმცა კორონავირუსმა საქართველო-აზერბაიჯანის ტურიზმში დაგეგმილი თანამშრომლობა გაუკვეველი ვადით გადადო.

მაისში საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა რეკორდულად - 95%-ით შემცირდა და მან მხოლოდ 36,358 შეადგინა.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ საქართველო საერთაშორისო ტურიზმს 1 ივლისიდან აღარ გახსნის, რეგულარული საჰაერო ფრენები ივლისის ბოლომდე გადავადდა.

უცხოელი ტურისტების ნაკადს ქვეყანა უკვე აგვისტოდან ელის.

ადგილობრივი ტურიზმი ქვეყანაში 15 ივნისიდან გახსნილია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system