თავში

მაისში ფულადი გზავნილები 9.6 პროცენტით შემცირდა

მაისში ფულადი გზავნილები 9.6 პროცენტით შემცირდა
მაისში ფულადი გზავნილები 9.6 პროცენტით შემცირდა

2020 წლის მაისში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 9.6 პროცენტით შემცირდა და 131.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 33.7 პროცენტით 13.6 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მაისის თვის მიმოხილვაში.

დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო თვეში მაღალი ტემპით შემცირდა ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები (-81.5 პროცენტით), რომლის წვლილმა მთლიანი გზავნილების ცვლილებაში -0.9 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 

საანგარიშო თვეში მოიმატა ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხულმა თანხებმა (12.4 პროცენტით), რაც იტალიიდან (35.8 პროცენტით), საბერძნეთიდან (13.1პროცენტით) და გერმანიიდან (26.1 პროცენტით) გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. 

ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნებიდან მიღებული გზავნილები შემცირებულია. 

რეგიონის ქვეყნებიდან გადმორიცხვები გაზრდილია აზერბაიჯანიდან, ხოლო თურქეთიდან და რუსეთიდან კლება დაფიქსირდა. 

დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ისრაელიდან (-17.2 პროცენტით) და ყაზახეთიდან (-64.9 პროცენტით) მიღებულმა თანხებმა. 

რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (48.7 პროცენტი) და რუსეთი (15.0 პროცენტი) წარმოადგენდნენ.

ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system