თავში

მაისში ყველაზე მეტად იმპორტი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემცირდა

მაისში ყველაზე მეტად იმპორტი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემცირდა
მაისში ყველაზე მეტად იმპორტი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემცირდა

2020 წლის მაისში საქონლის იმპორტი წლიურად 34.5 პროცენტით შემცირდა. რეგიონის ქვეყნებიდან იმპორტის კლების მაღალი ტემპით გამოირჩეოდა რუსეთი და აზერბაიჯანი, რაც, ეროვნული ბანკის შეფსებით, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების შემცირების ფონზე, ორივე ქვეყნიდან ნავთობისა და ნავთობროდუქტების შემოტანის კლებას უკავშირდება. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მაისის თვის მიმოხილვაში.

2020 წლის მაისში ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები იყო: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, სომხეთი, გერმანია, უკრაინა და აზერბაიჯანი. ჯამურად, 7 ძირითად სავაჭრო პარტნიორზე მთლიანი იმპორტის 64 პროცენტი მოდიოდა.

სებ-ის შეფასებით, წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით იმპორტი უფრო ნაკლებად დივერსიფიცირებული იყო.

აზერბაიჯანისა და რუსეთის გარდა, საქართველოში იმპორტი შემცირდა ჩინეთიდანაც, რასავ ეროვნული ბანკი ჰაერის კონდენცირების მოწყობილობებისა და პოლიეთერების იმპორტის კლებით ხსნის, ხოლო აშშ-დან იმპორტის კლება მსუბუქი ავტომობილების იმპორტის შემცირების ხარჯზე მოხდა.

თურქეთიდან იმპორტის შემცირებას სებ-ი უკავშირებს სამკურნალო საშუალებების შემოტანის კლებას, ხოლო გერმანიიდან მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შესყიდვების შემცირებას.

სებ-ის განმარტებით, პოლონეთიდან იმპორტმა დაიკლო 10-ზე მეტი მგზავრის გადაყვანისათვის საჭირო მანქანების შესყიდვების კლების გავლენით.

გაიზარდა იმპორტი სომხეთიდან და ბრაზილიიდან სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების მატების გამო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system