თავში

მაისში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტი შემცირდა

მაისში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტი შემცირდა
მაისში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტი შემცირდა

2020 წლის მაისში ძირითადი საექსპორტო ქვეყნები იყო: ჩინეთი, რუსეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესპანეთი და სომხეთი. ჯამურად, 7 ძირითადი სავაჭრო პარტნიორის წილმა მთლიანი ექსპორტის 68 პროცენტი შეადგინა. 

2020 წლის მაისში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 30.3 პროცენტით შემცირდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მაისის თვის მიმოხილვაში.

სებ-ის შეფასებით, წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით ექსპორტი ნაკლებად დივერსიფიცირებული იყო.

სებ-ის განმარტებით, საექსპორტო შემოსავლების კლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანში ექსპორტის შემცირებამ, რაც დიდწილად, სებ-ისვე ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილების, სამკურნალო საშუალებებისა და სიგარეტების ექსპორტს უკავშირდება.

რეგიონის ქვეყნებიდან აღსანიშნავია ასევე რუსეთში შემცირებული ექსპორტი ფეროშენადნობებისა და მინერალური წყლების გავლენით, უკრაინაში შემცირებული ექსპორტი მსუბუქი ავტომობილების, ყურძნის ნატურალური ღვინოებისა და მინერალური წყლების გავლენით, ხოლო სომხეთში ექსპორტმა დაიკლო მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შემცირების გამო. აშშ-ში ექსპორტი შემცირდა ფეროშენადნობების ექსპორტის გავლენით. 

ამის საპირისპიროდ, ევროკავშირის ქვეყნებიდან ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა ბულგარეთში ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების გაყიდვის გამო, ხოლო რუმინეთში მკვეთრად შემცირდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი.

ჯამურად, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი შემცირებულია. დანარჩენი ქვეყნებიდან აღსანიშნავია ექსპორტის მატება ჩინეთში როგორც სპილენძის, ასევე ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების რეექსპორტის გამო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system