თავში

მაისში საქართველოში უცხოელი ბლოგერები და ინფლუენსერები ჩამოვლენ

მაისში საქართველოში უცხოელი ბლოგერები და ინფლუენსერები ჩამოვლენ
მაისში საქართველოში უცხოელი ბლოგერები და ინფლუენსერები ჩამოვლენ

მაისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ცნობილი ამერიკელი და ევროპელი ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის პრეს-ტურს გამართავს. დაგეგმილი პრეს-ტურის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით აშშ-დან სათავგადასავლო ტურისტული კომპანიების - “Mountain Travel” და „Sobek Expeditions“-ის დამფუძნებელი რასელ დაგატი თბილისს, სტეფანწმინდას, ჯუთას, თრუსოს, ანანურს, ატენს, უფლისციხეს, გორს, ქუთაისს, მარტვილს, ზუგდიდს, მესტიას, ბათუმს, გოდერძის უღელტეხილს, ზარზმასა და ვარძიას ეწვია. რასელ დაგატი თბილისში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

მაისის თვეში საქართველოში დაგეგმილი პრეს-ტური „ციფრული დღეები საქართველოში“ პროექტის ფარგლებში გაიმართება. 

"პრეს-ტურის მიზანია აშშ-სა და ევროპიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და საქართველოს ტურისტული მიმართულების გაცნობა.

”პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე, არამარტო ამერიკის, ასევე ევროპის ქვეყნებშიც.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

”საქართველოში პირველად ვარ და აღფრთოვანებული ვარ. მე შემიყვარდა ეს ქვეყანა და მეუღლესთან ერთად აუცილებლად ვიმოგზაურებ. მაისში საქართველოში ინფლუენსერები ჩამოგვყავს, რომლებიც საქართველოს გარშემო იმოგზაურებენ და ქართულ ცხოვრებას გაეცნობიან. თითოეული მათგანი ინდივიდუალურ ამბავს მოამზადებს, რომელსაც ერთდროულად ერთ დღეს ატვირთავენ. „-ამბობს Mountain Travel”-ისა და „Sobek Expeditions“-ის დამფუძნებელი რასელ დაგატი.”დღეს, როდესაც ტურიზმი კოვიდ პანდემიის დარტყმიდან უნდა გამოვიდეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ციფრული ინფორმაციის გავრცელებას. ინფლუენსები, რომლებიც საქართველოში ჩამოვლნენ, პრაქტიულად მთელ ინგლისურ ენოვან სამყაროს მოიცავენ და მათი მოთხრობილი შთაბეჭდილები პოსტ კოვიდურ პერიოდში შეიძლება უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე პირდაპირი რეკლამა ან სხვა სახის პრომოცია.“-აცხადებს "Caucasus Travel" და "Georgian Hospitality Group"-ის დამფუძნებელი საბა კიკნაძე.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველომ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის „Süddeutsche Zeitung”-ის ჟურნალისტებს უმასპინძლა და გერმანულ მედიაში ქართულ სათავგადასავლო და ეკოტურიზმზე დაიწერა.  მანამდე კი საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ჩამოვიდნენ, - პოსტპანდემიურ პერიოდში პირველი მედია ტურით საქართველომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს უმასპინძლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system