თავში

მაისში სანავთობო ბიტუმის იმპორტი გაიზარდა

მაისში სანავთობო ბიტუმის იმპორტი გაიზარდა
მაისში სანავთობო ბიტუმის იმპორტი გაიზარდა

მაისში სანავთობო ბიტუმის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2020 წლის მაისის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 7.7 ათასი ტონა, რაც 4.2 ათასი ტონით ანუ 120%-ით მეტია აპრილის თვის მაჩვენებელთან (3,5 ათასი ტონა) შედარებით და 6,5 ათასი ტონით ანუ 45,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (14,2 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის 59,7% (4,6 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 24,7% (1,9 ათასი ტონა) - ერაყიდან, 7,8% (0,6 ათასი ტონა) - სომხეთიდან, 3,9% (0,3 ათასი ტონა) - რუსეთიდან, 2,6% (0,2 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 1,3% (0,1 ათასი ტონა) - ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 25,5 ათასი ტონა, რაც 18,6 ათასი ტონით ანუ 42,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (44,1 ათასი ტონა) შედარებით.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი მიმდინარე წელს ბიტუმის იმპორტის შემცირებას უკავშირებს COVID-19-ის პანდემიას, რის გამოც მარტის თვიდან დაწყებული ვერ ხორციელდება პროდუქციის იმპორტი ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, მაშინ როდესაც გასულ წლებში ის ქვეყანაში ბიტუმის ძირითადი მომწოდებელი იყო. კავშირის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ალტერნატიული მომწოდებლების ძიება, რათა ამ მიზეზით ქვეყანაში არ შეიქმნას პროდუქციაზე დეფიციტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system