თავში

მაისში საწვავის იმპორტი გაიზარდა

მაისში საწვავის იმპორტი გაიზარდა
მაისში საწვავის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით,  2020 წლის მაისის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 86,0ათასიტონა, რაც 17,5 ათასი ტონით ანუ 25,5%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (68,5 ათასი ტონა) შედარებით და 0,8 ათასი ტონით ანუ 0,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (85,2 ათასი ტონა) შედარებით.

2020 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 398,9 ათასიტონა, რაც 5,3 ათასი ტონით ანუ 1,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (404,2 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის მაისის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 41,1 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით1,4 ათასი ტონით ანუ 3,5%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა -44,8 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0,7 ათასი ტონით ანუ 1,5%-ით).

ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 136,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 34,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 73,4ათასი ტონა (18,4%),აზერბაიჯანი - 65,3 ათასი ტონა (16,4%), თურქმენეთი - 46,7 ათასი ტონა (11,7%),ბულგარეთი - 31,6 ათასი ტონა (7,9%); საბერძნეთი -17,3 ათასი ტონა (4,3%),ყაზახეთი - 17,1 ათასი ტონა (4,3%), თურქეთი - 9,1 ათასი ტონა (2,3%) და სხვა.

მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში საწვავის იმპორტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ფაქტიურად არ შეცვლილა, რაც განპირობებულია ბოლო თვეებში ნავთობპროდუქტებზე Platts -ის მიხედვითსაერთაშორისო ფასის მნიშვნელოვანი კლებით, თუმცა მისი მოხმარება იგივე პერიოდთან მიმართებაში შემცირებულია, Covid-19-დან გამომდინარე, საშუალოდ 20%-ით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system