თავში

"მაკდონალდს საქართველო" ქართულ კომპანიებს Global Gap-ის მოპოვებაში დაეხმარება

მაკდონალდს საქართველო ქართულ კომპანიებს
მაკდონალდს საქართველო ქართულ კომპანიებს Global Gap-ის მოპოვებაში დაეხმარება

"მაკდონალდს საქართველოსა" და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია „მაკდონალდსის“ სათავო ოფისში (ძმები კაკაბაძეების #1) გაიმართა. ღონისძიებას USAID-ის წარმომადგენლები და ჟურნალისტები დაესწრნენ. პროექტის ფარგლებში "მაკდონალდსი" ქართულ კომპანიებსა და ფერმერებს მსოფლიოში Global Gap-ის აუდიტის გავლაში დაეხმარება. კომპანიაში განმარტავენ, რომ „მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელის ბოსტნეულით მომარაგება მხოლოდ იმ ქართულ კომპანიებს შეეძლებათ, რომლებსაც წარმატებით ექნებათ Global Gap აუდიტი გავლილი და მაკდონალდსის სტანდარტების მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.
„USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, „მაკდონალდსი“ ხელს შეუწყობს ქართული აგროკულტურის განვითარებას და მისცემს შანსს ქართულ კომპანიებს, რომ ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მაკდონალდსის ქსელი ადგილობრივი, მაღალი ხარისხის ბოსტნეულით მომარაგდეს“, - აცხადებენ „მაკდონალდსში“.
მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი სტანდარტი GLOBAL GAP წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტს. მისი მოქმედების სფეროა: სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მეცხოველეობა, აკვაკულტურები და სხვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system