თავში

მალე შეძლებთ რობოტი ძაღლი შეიძინოთ

მალე შეძლებთ რობოტი ძაღლი შეიძინოთ
მალე შეძლებთ რობოტი ძაღლი შეიძინოთ

საზოგადოება კარგა ხანია იცნობს სონის რობოტს სახელად სახელად "აიბო". სამეცნიერო ფანტასტიკის რეალურ ცხოვრებაში გადმოსვლა გრძელდება და ამჯერად, რობოტების მწარმოებელმა კომპანიამ Boston Dynamics, რობოტი ძაღლების სერიული წარმოება დაიწყო. რობოტი Spot, რომელსაც მანამდე Spot Mini-თ მოიხსენიებდნენ, კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია. Boston Dynamics-მა არაერთხელ წარმოადგინა ამ რობოტის შესაძლებლობები, თუმცა როგორც ვხვდებით ქმნილება ლაბორატორიის კედლებს გასცდება. რობოტი ოთხფეხა მეგობრის გაყიდვაში გამოსვლის დაანონსებასთან ერთად, მაღალტექნოლოგიური ძაღლის პრეზენტაციისთვის, ახალი ვიდეოც გავრცელდა. Spot-ს აკუმულატორი შესაძლებლობას აძლევს, საათნახევარი შეუჩერებლად იმოძრაოს. მას შეუძლია 14 კილოგრამი ტვირთის გადატანა. რობოტი -20 გრადუს ტემპერატურაშიც და +45 სიცხეშიც თანაბარი წარმატებით მუშაობს. ის ასევე დაცულია წვიმისგან, მტვრისგან და უძლებს ძლიერ დარტყმებსაც. The Verge -ის ინფორმაციით Boston Dynamics-ის რობოტის ფასი ჯერ უცნობია, თუმცა, უკვე არსებობს ინტერესი ცნობილი ცირკის Cirque du Soleil-ის მხრიდან, რომელსაც რობოტების გამოყენება საკუთარ წარმოდგენებში სურს. რობოტი ძაღლების გამოყენება რამდენიმე მიმართულებით შეიძლება, მათ შორის სამშენებლო მოედნებზე და პოლიციაშიც კი.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system