თავში

მამუკა ბახტაძე: ახალი ეკონომიკური მოდელის დამსახურებაა, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 13%-დან 4.5%-მდე შემცირდა

მამუკა ბახტაძე: ახალი ეკონომიკური მოდელის დამსახურებაა, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 13%-დან 4.5%-მდე შემცირდა
მამუკა ბახტაძე: ახალი ეკონომიკური მოდელის დამსახურებაა, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 13%-დან 4.5%-მდე შემცირდა

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, თანამდებობა დატოვა. მისი მინისტრობისას გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა ბახტაძემ დადებიტად შეაფასა და ამის დასტურად სტატისკიკაც მოიშველია. მინისტრმა საქართველოში სიღარიბის უმთავრეს მიზეზად იმპორტი დაასახელა და განმარტა, რომ მისი გუნდის მიერ შემუშავებული პოლიტიკა იმპორტის შემცირებისა და ექსპორტის ზრდისა გარანტია.

"სიღარიბის გამომწვევი მთავარი მიზეზი არის კატასტროფული დამოკიდებულება იმპორტზე. წლების განმავლობაში ისე იზრდებოდა ჩვენი ეკონომიკის დამოკიდებულება იმპორტზე (ეს დეფიციტი კი, დიდწილად ფინანსდებოდა ეკონომიკის მიერ აღებული ვალებით), რომ საბოლოო ჯამში მივედით იმ მდგომარეობამდე, როდესაც ქვეყნის საგარეო ვალი მთლიან ეკონომიკაზე მეტია. ამის შედეგად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მუდმივად ორნიშნა მაჩვენებელს აღწევდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, არ ხდებოდა ამ პრობლემის სწორი შეფასება, რაც ქრონიკულ დაავადებად იქცა. ჩემი გუნდისთვის პირველი რიგის ამოცანა იყო ამ პრობლემის აღმოფხვრა და მიხარია, რომ სიღარიბესთან ბრძოლის გზაზე წინ მივდივართ," - განაცხადა ბახტაძემ

მისივე თქმით,  საგარეო მოწყვლადობის კუთხით, აღნიშნული ეკონომიკური მოდელის ეფექტიანობა დაამტკიცა გასულ წელს თურქეთის ეკონომიკაში შექმნილმა პრობლემებმა, რომლის მიმართ საქართველოს ეკონომიკამ განსაკუთრებული მდგრადობა გამოიჩინა.

ჩვენი ეკონომიკის მოწყვლადობის მეორე უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მამუკა ბახტაძემ  მაღალი დოლარიზაცია დაასახელა. როგორც მინისტრმა განმარტა, სწორედ ამ მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის იქნა წამოწყებული ამბიციური ლარიზაციის რეფორმა, როემელმაც მინისტრის შეფასებით, ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად, გაამართლა.

"ჩვენი ოპონენტები ამ რეფორმას ეწინააღმდეგებოდნენ მთავარი არგუმენტით, რომ საპროცენტო განაკვეთები გაიზრდებოდა, თუმცა სახეზე გვაქვს აბსოლუტურად საპირისპირო სურათი. დღეს იპოთეკურ სესხზე განაკვეთი მერყეობს 7-8 პროცენტის ფარგლებში, რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე წლების განმავლობაში უცხოურ ვალუტაში არსებულ სესხებზე არსებობდა. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა, ახალგაზრდა ოჯახებისათვის პირველი ბინის შეძენისას საპროცენტო განაკვეთი იყოს 6 პროცენტის ფარგლებში," - განაცხადა ექსპრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დღეს დატოვა და მისი პრემიერობისას განხორცილებული ეკონომიკური რეფორმები პროგრესულად და დადებითად შეაფასა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system