თავში

მამუკა ბახტაძის ეკონომიკური პოლიტიკა - რით იწონებს თავს ბახტაძე

მამუკა ბახტაძის ეკონომიკური პოლიტიკა - რით იწონებს თავს ბახტაძე
მამუკა ბახტაძის ეკონომიკური პოლიტიკა - რით იწონებს თავს ბახტაძე

ჭარბვალიანობის დაძლევა, მცირე მთავრობის ფორმირება, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და სტაბილური ბიზნესგარემოს შექმნა - ეს იმ ეკონომიკური მიღწევების არასრულ;იჩამონათვალია, რომლითაც ექსპრემიერმა ბახტაძემ დღეს საზოგადოების წინაშე თავი მოიწონა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ინიციატივებზე, რომლებიც მისმა მთავრობამ გაატარა. ექსპრემიერი დარწმუნებულია, რომ დღგ-ის დაბრუნების რეფორმა, რომლის ფარგლებშიც, ბიზნესი 2018-2019 წლებში 1 მლრდ ლარზე მეტს დაიბრუნებს, ეკონომიკის დიდი სტიმული გახდება. ისი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მოხდა საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის რეგიონული ოფისის გახსნის ინიცირება, ამოქმედდა მედიაციის ინსტიტუტი, დაინიცირდა კანონპროექტი საინვესტიციო ფონდების შესახებ, ამოქმედებულია გადახდისუუნარობის ახალი და ბიზნესისათვის ლიბერალური კანონი, ევრორეგულაციებთან ჰარმონიზებული ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსები.

“მეამაყება, რომ ჩემი პრემიერობისას ეკონომიკური გუნდი მაქსიმალური აქცენტს აკეთებდა მაღალტექნოლოგიურ და საექსპორტო პოტენციალის მქონე ინვესტიციების მოზიდვაზე. მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ მზის პანელების მაღალტექნოლოგიური საწარმო; ელექტრომანქანების წარმოების დაწყება საქართველოში. ჩემი გუნდის მიზანი იყო ახალგაზრდული ეკონომიკის მაქსიმალური სტიმულირება, სტარტაპებისა და ახალგაზრდებში სამეწარმეო კულტურის წახალისების გზით. დარწმუნებული ვატ კურსუი გაგრძელდება,“ - აცხადებს მამუკა ბახტაძე.

ჟურნალისტებთან საუბრისას ექსპრემიერმა ხაზი გაუსვა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამასაც. მისივე განმარტებით, თუ მცირე და საშუალო ბიოზნესის წილი არ გაიზრდება მთლიან ეკონომიკაში, სიღარიბესთან ბრძოლა გაძნელდება.

„როგორ არ უნდა მეამაყებოდეს და მეიმედებოდეს ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიცაასაკრედიტო საგარანტიო სქემის განვითარება, ჩვენ შემოვიღეთ 1%-იანი გადასახადის იმ მეწარმ,ეებისთვის, რომლებსაც ბრუნვა 500 000 ლარამდე აქვს. კომპორტული გახდა ბიზნესისთვის ისიც, რომ გამარტივდა საგადასახადო ადმინისტრირება. რამდენჯერმე გავზარდეთ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსება,” - აცხადებს ექსპრემიერი მამუკა ბახტაძე.

მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სფეროს, ტრანსპორტის და მწვანე ეკონომიკის მიმართულებით წინსვლას. მინისტრმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკა და ტრანსპორტი არის ის ორი ძირითადი სექტორი, რომელიც სწრაფი განვითარებისთვის აუცილებელია და უნდა უსწრებდეს წინ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.


„ენერგოსექტორის მასშტაბური რეფორმა და ახალი სიმძლავრეების მშენებლობა უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და, მეორე მხრივ, მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ დავიწყეთ ისეთი რეფორმები, რომლებითაც საქართველო 21-ე საუკუნეში გახდება მოწინავე ქვეყანა მწვანე ეკონომიკის თვალსაზრისით. ეს შეეხება როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ელექტრომობილების პოპულარიზაციას, ისე ევროპული სტანდარტის რეგულაციებს გარემოზე და სოფლის მეურნეობაში ორგანული პროდუქტების წარმოებაზე აქცენტის გაკეთებას,” - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ექპრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სოფლის მეურნების სექტორის სეფასებას და ამ სფეროს ავკარგიანობაზე მსჯელობას. მან არ გაიზიარა ოპონენტების მოსაზრება იმაზე, თითქოს საქართველოში სოფლის მეურნეობას მომავალი არ აქვს და მასში ფულის ჩაყრა“ ნაკლებად მომგებიანი და ნაკლებეფექტიანია.

„ჩვენი მოსახლების 40%-ზე მეტი ცხოვრობს სოფლად, შესაბამისად, სოფლის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. მიუღებელია მოსაზრება, თითქოს სოფლის მეურნეობას არ აქვს საქართველოში მომავალი - საქართველოში მომავალი აქვს საბაზრო პრინციპებზე ფუნქციონირებად ფერმერულ მეურნეობას. ამ განვითარებისთვის აუცილებელია:
• მიწის საკუთრების რეფორმა − სახელმწიფოს აქტიური თანამონაწილეობით, მომდევნო 2 წელიწადში შესაძლებელი იქნება სასოფლო-სამეურნეო მიწების სრულად რეგისტრაცია საქართველოს მოქალაქეებზე;
• სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება;
• მაღალპროდუქტიული კულტურების წახალისება;
• სოფლის მეურნეობაში სადაზღვევო სისტემის განვითარება,” - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე განმარტებით, მთავრობის შემცირება ბიუჯეტის ფულის ზოგვის არაჩვეულებრივი საშუალებაა. როგორც მან ჟურნალიტებს განუმარტა, მცირე მთავრობის ამოსავალი წერტილია, რომ გადასახადის გადამხდელებს რაც შეიძლება ნაკლები უჯდებოდეთ სახელისუფლებო უწყებების დაფინანსება და ეს ამოცანა მიღწეულია:

„შემცირდა სამინისტროების რაოდენობა, რაც საშუალებას იძლევა, გაუმჯობესდეს კოორდინაცია და მართვის ეფექტიანობა, ჩვენ თანმიმდევრულად ვაუმჯობესებთ ჩვენს პოზიციებს მმართველობითი ინდიკატორების საერთაშორისო რეიტინგში, 2019 წელს შრომის ანაზღაურება პირველად დაიგეგმა მშპ-ის 3.9%-ის ოდენობით, რეგიონული მმართველობის გასაუმჯობესებლად, გაიზარდა კოორდიანაცია ცენტრალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ ორგანოებს შორის, მმართველობის პროცესში აქტიურად ჩაერთო რწმუნებულების ინსტიტუტი, რამაც უკვე წელსვე მოიტანა ხელშესახები შედეგები. კერძოდ, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია 40%-ით. ესაა ის ზირითადი რამ, რითაც დავზოპგეთ ათასობით ლარი ბიუჯეტში, რომელსაც ავსებს ჩვენი მშრომელი ხალხი. ბოლომდეა მისაყვანი ელექტრონული მმართველობის განვითარება და თანამედროვე IT ტექნოლოგიების სრულყოფილი დანერგვა,” - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


ჟურნალისტების შეკითხვაზე, რამდენად გამართულია საქართველოსი ჯანდაცვის სიტემა, ბახტაძემ უპასუხა, რომ არის ბევრი გამოწვევა,თუმცა სახეზეა პროგრესიც.ექსპრემიერის შეფასებიტ, საყოველთაო ჯანდაცვა არის „ქართული ოცნების“ უდიდესი მონაპოვარი, რომელმაც გადაარჩინა მრავალი სიცოცხლე. ამ უმნიშვნელოვანეს რეფორმას სჭირდება შემდგომი განვითარება, რაც მამუკა ბახტაძეს ამგვარად წარმოუდგენია: მისი განმარტებიტ,აუცილებელია დაინერგოს სელექტიური კონტრაქტები, გააქტიურდეს მუშაობა პირველადი ჯანდაცვის განვითარებასა და ეტალონური კლინიკების ჩამოყალიბებაზე. აუცილებელია დიაგნოზების ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მეთოდის სისტემის დანერგვა და სადაზღვევო სისტემის განვითარება. მამუკა ბახტაძემ დასძინა, რომ ჯანდაცვის განვითარების ეს ეტაპი გაიარა ყველა განვითარებულმა ქვეყანამ და დარწმუნებულია, რომ წარმატებიტ გაივლის საქართველოც.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მასობრივი სპორტის განვითარება არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ჩვენ გვაქვს მართლაც უპრეცედენტო შედეგები პროფესიულ სპორტში. რამდენადაც საამაყოა, რომ 2019 წელს ჩვენმა სპორტსმენებმა 800-ზე მეტი მედალი აიღეს, იმდენად მტკივნეული და არასახარბიელოა ის, რომ ჩვენი ბავშვებისა და მოზარდების ჩართულობა მასობრივ სპორტში რჩება დაბალ ნიშნულზე. ხშირად მესმოდა არაკომპეტენტური კრიტიკა სპორტის მზარდი დაფინანსების გამო. გახსოვდეთ, მასობრივ სპორტში განუხორციელებელი ინვესტიციები ერთი ათად დაუჯდება სახელმწიფოს ჯანდაცვის ხარჯების ზრდით მომავალში,” - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system