თავში

მამუკა ხაზარაძე $20 მლრდ-ის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს

მამუკა ხაზარაძე $20 მლრდ-ის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს
მამუკა ხაზარაძე  $20 მლრდ-ის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს

ეკონომიკა უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფოს ჩარევისგან და ის უნდა ეფუძნებოდეს თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, - ასე წარმოდგენია "ლელო საქართველოსთვის“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, ქვეყნის ეკონომიკური მომავალი. ამის შესახებ მან პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ქვეყანას სჭირდება მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, უცხოური ინვესტიციები, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება, რომელიც კვალიფიციური და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარი გახდება. ჩვენი მიზანი იქნება უახლოეს წლებში მოვიზიდოთ 20 მილიარდი დოლარის ინვესტიცია და ეს რიცხვი რეალურია! ჩვენმა ჯგუფმა ბიზნეს სექტორში ბოლო წლების მანძილზე 2 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციის მოზიდვა შეძლო. გარწმუნებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით და სწორი პოლიტიკის გატარებით ეს შესაძლებელია! თუ ვიფიქრებთ და ვიმოქმედებთ მასშტაბურად“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად სირთულისა, მან მოახერხა 10 ათასი ადამიანის დასაქმება.

“მიგვაჩნია, რომ უნდა არსებობდეს ღირსეული სახელფასო მინიმუმი, რომელიც ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის რაციონალური დიალოგის შედეგად დადგინდება”, - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system