თავში

მამუკა ხაზარაძე: ბიზნესის ადმინისტრირება უნდა გამარტივდეს

მამუკა ხაზარაძე: ბიზნესის ადმინისტრირება უნდა გამარტივდეს
მამუკა ხაზარაძე: ბიზნესის ადმინისტრირება უნდა გამარტივდეს

“ ლელო საქართველოსთვის” აქტიური შეხვედრა დაიწყო თბილისის მოსახლეობასთან და ვაკის შემდეგ საბურთალოზე შეხვდა მოსახლეობას. „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში პირველი საზრუნავი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხელშეწყობა უნდა იყოს. ხაზარაძე მიიჩნევს, რომ სოციალურად დაუცველებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა შეითავსონ ნებისმიერი სამსახური ისე, რომ სოციალურ დახმარება შეინარჩუნონ.

"ჩვენს ქვეყანას მიწის მხოლოდ 20% აქვს დამუშავებული, არადა საკმაოდ დიდი რესურსი გვაქვს, არ ვიყოთ იმპორტდამოკიდებულები. ამ საკითხებზე მუშაობის ნაცვლად 21-ე საუკუნეში გადაუჭრელ პრობლემად რჩება კაზინოები. ჩვენი ქვეყნის ბიზნესი არ უნდა იყოს ასოცირებული სათამაშო ბიზნესთან. საქართველო უნდა ასოცირდებოდეს ინოვაციასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიასთან, სტარტაპებთან. ჩვენ უნდა წარმოვადგენდეთ იმ ქვეყანას, სადაც ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, რომ თავიანთი ბიზნესი, თავიანთი ცოდნა, თავიანთ კომპიუტერთან, თავიანთ პროგრამებთან ერთად დაგეგმონ და ააწყონ საკმაოდ სერიოზული პროდუქტი,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და დასძინა, რომ უნდა შეიცვალოს მიდგომა ბიზნესთან მიმართებაშიც და გამარტივდეს საგადასახადო წნეხი მცირე ბიზნესებზე.

„არ შეიძლება, 100 000 ლარიან ბრუნვაზე ადამიანებს მოსთხოვო ბუღალტერია და უამრავი სხვა რამ. უნდა გამარტივდეს ეს ყველაფერი, რომ ადამიანმა თავისუფლად დაიწყოს ბიზნესი და გააკეთოს ისეთი რაღაც, რომლითაც თავის ოჯახს გამოკვებავს და სხვასაც დაახარჯავს,”-აცხადებს ხაზარაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system