თავში

მამუკა ხაზარაძე მთავრობას ეკონომიკურ პოლიტიკას და ბიუჯეტს უწუნებს

მამუკა ხაზარაძე მთავრობას ეკონომიკურ პოლიტიკას და ბიუჯეტს უწუნებს
მამუკა ხაზარაძე მთავრობას ეკონომიკურ პოლიტიკას და ბიუჯეტს უწუნებს

"ჩამოშლილი ეკონომიკა, გაუფასურებული ლარი და პანდემიასთან წაგებული ბრძოლა," - ასე აფასებს “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას. 

მისი განმარტებით, წინა წლის ბიუჯეტი კორუფციულადაა გაფლანგული და ახალ ბიუჯეტში მაღალჩინოსნების ხელფასები იზრდება,

როგორც ხაზარაძე განმარტავს, მენეჯმენტი, რომელიც დღეს მთავრობას აქვს, არასწორია. არასწორია ბიუჯეტის დაგეგმარებაც.

“რასაც ვუყურებთ, ჩინოვნიკების ხელფასები იზრდება. რომელი ბიუჯეტის დამტკიცებაზე გვეპატიჟებიან, როდესაც წინა წლის ბიუჯეტს არ განიხილავენ, აანალიზებენ. ამას აკეთებს ყველაზე მცირე, ხუთკაციანი შპს-ც კი - სანამ მიიღებს მიმდინარე წლის ბიუჯეტს, აუცილებლად გადახედავს და შეისწავლის წინა წლისას. მიმაჩნია, რომ იქ ჩადებული 60 მილიონით ჩინოვნიკების ხელფასები კი არ უნდა იზდებოდეს, არამედ ექიმების. ეს არის ერთადერთი გუნდი, რომელთა იმედზეც ვართ დარჩენილები. ძალიან კარგი იქნება, ამ თემებზე პარლამენტიდან ვსაუბრობდეთ, თუმცა როდესაც ხმები მოპარულია, ვერ შევეგუებით ამას და ვიბრძოლებთ სამართლიანი არჩევნების დასაბრუნებლად,”-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

მისი თქმით, საქართველო მსგავს ექსპერიმენტებს ვეღარ გაუძლებს, ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშლება და სოციალური ფონი საბოლოოდ დამძიმდება.

“ძალიან გულდაწყვეტილი ვარ იმით, რაც ამ ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანას დამართა ბიძინა ივანიშვილმა. მას შეეძლო, სხვა ადამიანებთან ერთად, სხვანაირი მართვის კულტურით, ეს ქვეყანა ექცია წარმატებულ სახელმწიფოდ.

რეალურად კი მივიღეთ ჩამოქცეული ეკონომიკა და არამართვადი პანდემია. მათ წააგეს პანდემიასთან, წააგეს ლარის კურსთან, წააგეს ეკონომიკასთან ბრძოლა. როდესაც არ გამოგდის ქვეყნის მართვა, სხვას უნდა მისცე ქვეყნის მართვის საშუალება. ეს ქვეყანა ამდენ ექსპერიმენტს და არასწორ გადაწყვეტილებას ვერ გაუძლებს,”-აცხადებს ხაზარაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system