თავში

მამუკა ხაზარაძე: საქართველომ ეკონომიკური პოზიცია დაკარგა

მამუკა ხაზარაძე: საქართველომ ეკონომიკური პოზიცია დაკარგა
მამუკა ხაზარაძე: საქართველომ ეკონომიკური პოზიცია დაკარგა

საქალაქო სასამართლოს წინ ჟურნალისტებთან საუბრისას ,,ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას რამდენიმე ეკონომიკური პარამეტრი გააცნო, რომელიც რეგიონში საქართველოს პოზიციებზე მიუთითებს.

მისი შეფასებით, ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველომ  ეკონომიკური  პოზიცია დაკარგა და ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.

,,რა თქმა უნდა, ჩვენ გვახარებს მეზობელი ქვეყნების – სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმატებები, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, სად იმყოფება საქართველო. სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში უკვე დავკარგეთ ეკონომიკური პოზიცია. შედარებისთვის, 2013 წელს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ მიმდინარე ფასებში 4 341 აშშ დოლარი იყო, როცა სომხეთის შემოსავალი იმავე წელს 3 732 დოლარს შეადგენდა.  დაახლოებით 600 დოლარით ვიყავით წინ. 2019 წელი რადიკალურად შეიცვალა და უკვე შარშანდელი მონაცემებით, საქართველო 250 დოლარით ჩამორჩება ჩვენი მეზობელი ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქართველოს ეკონომიკა გაჩერებულია და ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოში შიდა და საგარეო ვალი 2.5–ჯერ გაიზარდა და 22.5 მლრდ ლარს მიაღწია“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

მისი ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა ვალუტის გაუფასურების დონითაც. კერძოდ, ხაზარაძის განმარტერბით, თუკი ბოლო 3 წელიწადში სომხური დრამი 20% არის გაუფასურებული, საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი 70%-ს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system