თავში

მამუკა მდინარაძე: აშშ-ს ანგარიშმა ბევრ რამეს დაუსვა წერტილი

​მამუკა მდინარაძე: აშშ-ს ანგარიშმა ბევრ რამეს დაუსვა წერტილი
მამუკა მდინარაძე: აშშ-ს ანგარიშმა ბევრ რამეს დაუსვა წერტილი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მამუკა მდინარაძე საინვესტიციო კლიმატის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ აშშ-ის მთავრობის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ჩვენი ქვეყანა წარმატებით მიდის წინ. რაც ყველაზე გასახარია, ამას აღნიშნავს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და შესაბამისად ეს არ უნდა იყოს მაინცდამაინც მიკუთვნება ერთ პარტიაზე. ქვეყანა მიდის წინ, ქვეყანა ვითარდება და ამის აღნიშვნა ერთიორად სასიამოვნოა“.

მისი თქმით, აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებით წერტილი დაესვა ქვეყნის შიგნით საუბრებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესს ხელი ეშლება, უცხოური ინვესტიციები პრობლემების ქვეშაა და ასე შემდეგ, „ამ სპეკულაციებსაც წერტილი დაესვა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მთელი წლის განმავლობაში ე.წ. ნეგატიური პიარი ე.წ. „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ პოზიციამ ძალას გადააჭარბა, უკანონოდ მოიქცა.

"სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ იყო შეჭრის მცდელობა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში და პოლიციის მოქმედება იყო კანონიერი. დასკვნა ყველა მიმართულებით არის პოზიტიური. არის გამოწვევებზე საუბარი, რასთან დაკავშირებითაც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა წარმატებით ახორციელებს ამ მიმართულებითაც ბრძოლას და მუშაობას და ბუნებრივია, ამ გამოწვევებთან დაკავშირებითაც ჩვენ ვიქნებით ისევე ადეკვატურები, როგორც სხვა საკითხებთან დაკავშირებით“, -განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

კახა კუჭავას შეფასებით, აღნიშნული ანგარიში ჩვენი ქვეყნისადმი მხარდამჭერი მნიშვნელოვანი დოკუმენტია და საბოლოოდ წერტილს უსვამს ყველანაირ სპეკულაციას, როცა მავანნი ცდილობდნენ საქართველოს სახელით განხორციელებული რეფორმების უგულებელყოფას.

შეგახსენებთ, აშშ-ისსახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში საინვესტიციო კლიმატი სშესახებ, მოიცავს 170 ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციას, რომელიც მომზადებულია შეერთებული შტატების ადგილობრივი საელჩოების ეკონომიკური ოფიცრების მიერ.

ცნობისთვის, ანგარიშში საუბარია იმ საკანონმდებლო ჩარჩოებზე, რომლებიც ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკითხს, ასევე ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს არეგულირებენ. მათ შორის შეფასებულია საქართველოს სასამართლო სისტემა, საბანკო და საფინანსო რეგულირების მექანიზმები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ბიზნეს და საინვესტიციო პირობები სტაბილურია, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით რეგიონის მასშტაბით მოწინავე ადგილზეა, ქვეყნის ეკონომიკა კი უცხოური ინვესტიციების მიმართ ღიაა, თუმცა, არსებობს გამოწვევებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system