თავში

მამუკა მდინარაძე: სახელმწიფოს უღირს, დამატებითი თანხები გაიღოს

მამუკა მდინარაძე: სახელმწიფოს უღირს, დამატებითი თანხები გაიღოს
მამუკა მდინარაძე: სახელმწიფოს უღირს, დამატებითი თანხები გაიღოს

ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივას, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადამოწმებისას ფინანსური დახმარების შენარჩუნებაზე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ საუკეთესო უწოდა.

"აპრილიდან საქართველოში სოციალური შემწეობის შეჩერება იმის გამო, რომ ხდება გადამოწმება, აღარ  მოხდება. ეს საბიუჯეტო ხარჯებს რა თქმა უნდა მოითხოვს, მაგრამ რისკის გამორიცხვა კიდევ უფრო კარგი საქმეა, იქედან გამომდინარე, რომ არც ერთ ადამიანს, რომელსაც შეეხება შემოწმება სოციალურ შემწეობასთან დაკავშირებით, არ ექნება იმის რისკი, რომ ამ პერიოდში ის დახმარებას ვერ მიიღებს“,-ასეთია „ქართული ოცნების“ ლიდერის მამუკა მდინარაძის შეფასება.

მისი თქმით, სახელმწიფოს უღირს, დამატებითი თანხები გაიღოს იმისთვის, რომ რისკის ქვეშ არ დადგეს არც ერთი სოციალურად დაუცველი მოქალაქე. ვიცე-სპიკერმა მადლობა გადაუხადა ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროებს, რომელთაც კომიტეტის ინიციატივა გაიზიარეს და საერთო გადაწყვეტილება მიიღეს.

უდავოდ მისასალმებელია და უდავოდ ძალიან კარგი ინიციატივაა და ბუნებრივია მადლობა უნდა გადავუხადოთ მთავრობის წარმომადგენლებსაც, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროებს, რომელთაც კომიტეტის ინიციატივა გაიზიარეს და მიიღეს საერთო გადაწყვეტილება“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system