თავში

მანდარინის ექსპორტით საქართველომ 17.9 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო

მანდარინის ექსპორტით საქართველომ 17.9 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო
მანდარინის ექსპორტით საქართველომ 17.9 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 24 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 36.7 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 17.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 6.5 ათასი ტონით (22%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.3 მლნ აშშ დოლარით (15%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

უწყების ცნობითვე, 2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (21.2 ათასი ტონა), სომხეთსა (8.0 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში.

ნარინჯისფერი რთველი დასკვნით ფაზშია. სტანდარტული მანდარინი 30-მდე საწარმომ ჩაიბარა. არასტანდარტულ მანდარინი ფერმერებმა ქობულეთის საკონსერვო ქარხანაში ჩააბარეს.

საქართველოში ნარინჯისფერი რთველი 16 ნოემბერს დაიწყო.

მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 ათასამდე ტონას შეადგენს. საქართველოში წელს ციტრუსის მოსავალი უხვი არ არის, თუმცა ხარისხი გაზრდილია.

წელს 7 ათას ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს ელოდებიან.

არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია წელსაც გაიცემა.სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 10 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება. არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებისთვის 2020 წლის ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო 500 000 ლარი.

შემსყიდველები ციტრუსის ფასს 80 თეთრიდან 1.20 თეთრის ფარგლებში ელოდებიან. რაც შეეხება საადრეო ციტრუსს, მისი ფასი 1.50 თეთრიდან 2 ლარამდე ღირდა.

შეგახსენებთ, ციტრუსი С-ვიტამინის შემცველი პროდუქტია, ამიტომაც პანდემიიდან გამომდინარე, მსოფლიო ბაზარზე ციტრუზე მოთხოვნა მზარდია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system