თავში

მანქანების განბაჟებაზე ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

მანქანების განბაჟებაზე ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
მანქანების განბაჟებაზე ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ავტოიმპორტიორებს 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის პირველ მარტამდე გადაუვადდებათ.

ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ვერ შეძლეს 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტის ან სხვა საბაჟო პროცედურებში მოქცევა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. 

სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ასევე თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგანю

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეღავათი შეეხება 24 000-ზე მეტ მანქანის მფლობელს და გადავადებული გადასახადების ოდენობა შეადგენს 35 მილიონ ლარს.

2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა ავტოიმპორტიორებს აქამდე პირველ სექტემბრამდე ჰქონდათ გადავადებული.

„განბაჟების ვადის 2021 წლის პირველ მარტამდე გადავადება, ხელს შეუწყობს აღნიშნულ სექტორში დასაქმებულ ჩვენს თანამოქალაქეებს და მათ აღარ დაეკისრებათ დამატებითი ფინანსური ვალდებულებები“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

ცნობისთვის, ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების თარიღის გადავადების დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გასცა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, 2020 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა 2020 წლის პირველ სექტემბრამდე ჰქონდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system