თავში

მარიხუანას ამბიციურ ინდუსტრიას ურუგვაი უერთდება

მარიხუანას ამბიციურ ინდუსტრიას ურუგვაი უერთდება
მარიხუანას ამბიციურ ინდუსტრიას ურუგვაი უერთდება

როიტერსმა ურუგვაის დედაქალაქში ბიოქიმიკოსის და მისი გუნდის ფერმა დაათვალიერა, რომელთა მიზანიც სამედიცინო მარიხუანას მრავალმილიარდიან მსოფლიო ბაზარზე შესვლაა. კომპანია Varela-მ, ლათინური ამერიკიდან უკვე მოახდინა სამედიცინო მარიხუანას 10 კილოგრამიანი მოცულობის იმპორტი Fotmer Life Sciences-სთვის. შესაძლოა იმპორტის ეს რაოდენობა, ძალიან მცირე მოგეჩვენოთ, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მასა გამხმარი მცენარისგან შედგება და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს. მცირე, თუმცა ღირსშესანიშნავი იმპორტი აჩვენებს, რომ ურუგვაის სერიოზული გეგმები აქვს. Fotmer Life Sciences-ის ხელმძღვანელის განცხადებით, მათი გეგმაა 5 დან 7 წლამდე ვადაში, მოახდინონ ურუგვაიდან მილიარდი დოლარის ღირებულების ლეგალური მარიხუანას გატანა.  Montevideo lab-ი, რომელიც მარიხუანას წარმოებაში ამ ეტაპზე დამწყებია, იმედოვნებს, რომ ძალიან მალე შეძლევენ ევროკავშირის ბაზარზე გასვლას, სადაც მათი ძირითადი სამიზნე გერმანიაა. ურუგვაიმ სამედიცინო მარიხუანას კულტივირება 2013 წელს სცნო ლეგალურ საქმიანობად, შედეგებს ინტერესით აკვირდებიან ის ქვეყნები, სადაც იგივეს გაკეთებაზე უკვე მსჯელობენ. ქვეყნების რიცხვი სადაც სამედიცინო მარიხუანას მოხმარება აბსოლუტურად ლეგალური ქმედებაა, ყოველ წელს იზრდება. მზარდია სამედიცინო მარიხუანას მსოფლიო ბაზარიც, სადაც ახლო მომავალში ბრუნვა 100 მილიარდ დოლარს მიაღწევს. საქართველოს მთავრობის ინიციატივა, სამედიცინო მარიხუანას კულტივირებასთან დაკავშირებით ეკლესიის და საზოგადოების ნაწილის პროტესტის შემდეგ, გაურკვეველი ვადით შეჩერდა. 

რთული წარმოსადგენი არ არის, რა შედეგის მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო, მარიხუანას წაფროების დაწყება, ქართული ეკონომიკისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system