თავში

მარნეულის აეროდრომის მოდერნიზება თურქეთის გამოყოფილი გრანტით იგეგმება

მარნეულის აეროდრომის მოდერნიზება თურქეთის გამოყოფილი გრანტით იგეგმება
მარნეულის აეროდრომის მოდერნიზება თურქეთის გამოყოფილი გრანტით იგეგმება

თურქეთმა, სამხედრო თანამშრომლობის მიზნით, საქართველოს 2020 წელს 100 მილიონი ლირის გრანტი გამოუყო, რომელიც დღევანდელი კურსით 46.9 მილიონი ლარია. თანხა მარნეულის აეროდრომის მოდერნიზებას მოხმარდება. 

ამის შესახებ აღნიშნულია პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის 2020 წლის ანგარიშში

2020 წლის 27 ნოემბერს თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 35 ავტობუსი და 12 ერთეული დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი გადასცა

ამავე გრანტის ფარგლებში საქართველო თურქული წარმოების აღჭურვილობას მიიღებს.

"შეთანხმება განსაზღვრავს საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის საფუძველზე 100 000 000 (ასი მილიონი) თურქული ლირის აშშ დოლარში ეკვივალენტის (დაახლოებით 17 500 000) მიწოდების პრინციპებს. შეთანხმების თანახმად, გამოყოფილი სახსრებით სამხედრო მიზნებისათვის შეძენილი უნდა იქნეს საქონელი და მომსახურება, სასურველია – თურქეთში მოქმედი ადგილობრივი ფირმებისა და კომპანიებისაგან, ასევე უნდა განხორციელდეს მარნეულის აეროპორტის მოდერნიზაცია, ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმის შესაბამისად,"- ნათქვამია თავდაცვის კომიტეტის ანგარიშში.

აქვე განმარტებულია, რომ ქართულმა მხარემ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას წერილობით უნდა აცნობოს პრიორიტეტული პროექტის შესახებ, რაც უნდა მოიცავდეს საქონლის სპეციფიკაციებს, ტიპსა და ოდენობას. პასუხად თურქულმა მხარემ მას უნდა აცნობოს, რა თანხა იქნება ხელმისაწვდომი 100 000 000 თურქული ლირიდან. 

თანხა ათვისებული უნდა იქნეს კონკრეტული პროექტებისათვის მისი გამოყოფიდან 5 წლის განმავლობაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system