თავში

მარნეულის ფერმერები სადისტრიბუციო კომპანიას პროდუქციას აბარებენ

მარნეულის ფერმერები სადისტრიბუციო კომპანიას პროდუქციას აბარებენ
მარნეულის ფერმერები სადისტრიბუციო კომპანიას პროდუქციას აბარებენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს მოსახლეობა მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიას საკუთარ პროდუქციას აბარებს.

მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა. მათი თქმით, სრული პროდუქციის ჩაბარებას ვერ ახერხებენ.

პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დისტანცია დაიცვან და გაიკეთონ პირბადეები, თუმცა ისინი არ ემორჩილებიან.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, დღეს სულ 10 სატვირთო ავტომობილი შემოვა.

ადგილზე იმყოფებიან ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი და სამართალდამცველები.

ცნობისთვის, გუშინ მარნეულის 5 სოფლის ფერმერებმა გზა გადაკეტეს და გადაადგილების შეზღუდვბა გააპროტესტეს. მათი თქმით, მოწეული ბოსტნეულის რეალიზაციას საავტომობილო მოძრაობის აკრძალვის გამო ვერ ახერხებენ და უფუჭდებათ.

აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც მთავრობა ადგილობრივებს მოწეული პროდუქტის შეუფერხებელ რეალიზაციაში დახმარებას დაჰპირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system