თავში

მარტში ექსპორტი 30.8%-ით გაიზარდა

მარტში ექსპორტი 30.8%-ით გაიზარდა
მარტში ექსპორტი 30.8%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის მარტში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 30.8 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 326.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. მარტში იმპორტი 17.8 პროცენტით გაიზარდა და 767.9 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი 39.1 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა და 441.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

მარტში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება როგორც 2020 წლის, ასევე მცირედით აღემატება 2019 წლის მარტის (პანდემიამდე) მონაცემსაც. 

2021 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი გაიზარდა 5.3 პროცენტით და 821.0 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 2.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე და 1,952.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

2020 წელს ადგილობრივი ექსპორტი 3.5 პროცენტით გაიზარდა და კორონა ვირუსთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად 2020 წელს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 2,406.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system