თავში

მარტში სესხები გაიაფდა, აპრილში გაძვირდა

მარტში სესხები გაიაფდა, აპრილში გაძვირდა
მარტში სესხები გაიაფდა, აპრილში გაძვირდა

ქართულ ბანკებში სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი შემცირდა. ამის შესახებ ირკვევა კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლებიდან, რომლის მიხედვით,  2021 წლის მარტის მდგომარეობით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა სესხებზე 12.2% შეადგინა, რაც, წინა თვესთან შედარებით, 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

საპროცენტო განაკვეთების ცვლილება ასეთია:

● იურიდიული პირების ლარის სესხების საშუალო საბაზრო განაკვეთი - 15.2%, მატება წინა თვესთან 0.2 პროცენტული პუნქტი;
● ფიზიკური პირების ლარის სესხების საშუალო საბაზრო განაკვეთი - 17.9%, კლება წინა თვესთან 0.1 პროცენტული პუნქტი;
● იურიდიული პირების სავალუტო სესხების საშუალო საბაზრო განაკვეთი - 6.7%, ცვლილება 0.
● ფიზიკური პირების სავალუტო სესხების საშუალო საბაზრო განაკვეთი - 6.1%, კლება წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტი.

ქვეყნის საბანკო სისტემაში არსებული უმოქმედო სესხების წილი წელს 3.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და ამჟამად 8.4%-ს შეადგენს. 2021 წლის პირველ ნახევარში უმოქმედო სესხების მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 10%-მდეც გაიზრდება, თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უმოქმედო სესხების ზრდისთვის საბანკო სისტემა მზად არის, რადგანაც ბანკებმა 2020 წლის გაზაფხულზე სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის წინასწარ 1 მილიარდი ლარი დაარეზერვეს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წელს საქართველოში დაკრედიტების მოცულობა 7.5%-ით გაიზრდება.

აპრილის ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გამკაცრდა და 9.50 პროცენტით განისაზღვრა. შედეგად, 124 700 მსესხებელს სესხი გაუძვირდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 პუნქტით, 8.50 პროცენტამდე, გაიზარდა მარტშიც და შედეგად 124 300 მსესხებელს სესხები გაუძვირდა. საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტზე 2020 წლის 5 აგვისტოს შემდეგ 2021 წლის 17 მარტამდე იყო. რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით მიმდინარე წლის აგვისტოში შემცირდა და ის 8%-ზე დაფიქსირდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე უცვლელად მესამედ სექტემბერში, დღეს კი მეოთხედ დარჩა.(ნოემბერში, ოქტომბერსა და სექტემბერში). ამჟამად, მონეტარული პოლიტიკის სიდიდით საქართველო რეგიონში მეორეა. ამ ეტაპზე რეგიონში ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი - 10,25% თურქეთს აქვს, ჩვენ მეორე ადგილზე ვიმყოფებით, 6,25%-ის ფარგლებშია ეს მაჩვენებელი აზერბაიჯანში, ხოლო სომხეთში 5,5%-ია, რუსეთში ყველაზე დაბალ დონეზეა -4,25%-ს შეადგენს.

მონატერული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილებას არ იწონებენ. ანალიტიკოსები ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ურჩევდნენ, თუმცა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე დარწმუნებული იყო, რომ ეროვნულ ბანკს რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის აწევა, ანუ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, მოუწევდა.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ელოდნენ Galt & Taggart-შიც, თუმცა ფინანსისტები ფიქრობენ, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ზღუდავს ქვეყანაში იაფი ფულის მოძრაობას, რის გამოც ეკონომიკა ვერ ვითარდება და საბანკო სერვისებზე მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელი ვერ მიუწვდება. ამიტომაც მათი ნაწილი მოუწოდებდა სებ-ს. რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება დაეწყო. მათი რეკომენდაციით, ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკა უნდა შერბილდეს.

ცნობისთვის, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system