თავში

მარცვლელული გაძვირდა

მარცვლელული გაძვირდა
მარცვლელული გაძვირდა

ივლისთან შედარებით 2%, ხოლო, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 7%-თაა მომატებული მარცვლეულის ფასების ინდექსი. სორგოზე ფასი 8.6%-ით გაიზარდა და 33.4 ქულა შეადგინა. 

ამის შესახებ აღნიშნულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს ფასების ინდექსის აგვისტოს თვის მონაცმებში.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ზრდის მთავარ მიზეზად, ჩინეთის მხრიდან მარცვლეულზე გაზრდილ მოთხოვნას ასახელებს. 

მარცვლეული, კერძოდ, სიმინდი და სორგოსი გაძვირდა ივლისშიც. მაშინ ეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთი მიერ განხორციელებული მსხვილი შესყიდვებით ახსნა.

შეგახსენებთ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, აგვისტოში 2.0%-ით გაიზარდა და 96.1 ქულა შეადგინა, რაც 2019 წლის ამავე პერიოდის ნიშნულს 7%-ით აღემატება.

აგვისტოში მსოფლიო ბაზრებზე გაძვირდა შაქარი, საერთასორისო ფასები მომატებულია ზეთზეც.

ხორცსა და რძის პროდუქტებზე აგვისტოში ფასები სტაბილურად შენარჩუნდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system