თავში

მარცვლეული გაძვირდა

მარცვლეული გაძვირდა
მარცვლეული გაძვირდა

2020 წლის დეკემბერში, ნოემბრის თვესთან შედარებით, 1.1%-ითაა გაძვირებული მარცვლეული. 

ამის შესახებ აღნიშნულია FAO-ს ფასების ინდექსში, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს მარცვლეულის საერთაშორისო ფასების 2020 წლის დეკემბრის ინდექსი, 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 6.6%-ით აღემატება.

ხორბლის საერთაშორისო ფასის ზრდის მიზეზად, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე, რუსეთში მარცვლეულის მოყვანისათვის საჭირო პირობებთან დაკავშირებული პრობლემები მოიაზრება. 

რაც შეეხება ბრინჯს, 2020-ში, წინა წელთან შედარებით, ბრინჯის ექსპორტი 8.6-ით გაიზარდა. იგივე მაჩვენებელი სიმინდზე გაზრდილია - 7.6%,  ხოლო ხორბალზე - 5.6%-ით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system