თავში

მარტვილის კანიონის განვითარების პროექტს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ჯილდო მიენიჭა

მარტვილის კანიონის განვითარების პროექტს

„მარტვილის კანიონის განვითარების პროექტს", მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის, ასევე საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდაში შეტანილი წვლილის გამო, ევროპის ლანდშაფტების კონვენციის მიერ ჯილდო მიენიჭა.

როგორც მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორი ზაზა გაგუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნულ ჯილდოზე წარდგენილი იყო ევროპის არაერთი ქვეყნის პროექტი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლანდშაფტების აღდგენაში. გაგუა ასევე აღნიშნავს, რომ ეს ის პროექტებია, რომელთაც შექმნეს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში ლანდშაფტების აღდგენა, მართვა, ამ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა და სხვა.

„მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც ერთი აგური მანც დადო იმისთვის რომ მარტვილის კანიონს ეს აღიარება მოეპოვებიანა. 4 წლის წინ დავიწყეთ მარტვილის კანიონის აღდგენა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ერთი შეხედვით კანიონის ეფექტი მასიური ტურიზმი გეგონებათ მაგრამ ჩვენი მთავარი მიღწევა თევზის და წავის აღდგენილი პოპულაციებია, რომელთან ერთადაც კანიონში ადგილობრივი ლანდშაფტისთვის დამახასიათებელი არაერთი სახეობა გამოჩნდა. თან ეს ყველაფერი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განვახორციელეთ“, - წერს ზაზა გაგუა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system