თავში

მასკი ერთ დღეში $32,6 მლრდ-ით გამდიდრდა

მასკი ერთ დღეში $32,6 მლრდ-ით გამდიდრდა
მასკი ერთ დღეში $32,6 მლრდ-ით გამდიდრდა

კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი ერთ დღეში 32,6 მლრდ აშშ დოლარით გამდიდრდა.  Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Forbes წერს. 

საერთო ჯამში მისმა ქონებამ 304,2 მლრდ დოლარს მიაღწია. ის პირველი ადამიანია ისტორიაში, რომლის ქონებამ 300 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

8 ნოემბრიდან დღემდე, ილონ მასკმა მის მიერ დაარსებული კომპანია Tesla-ს 22,8 მილიონი აქცია გაყიდა. აქედან 8,06 მილიონი მან გადასახადების გადასახდელად გაასხვისა, რომელთა ვადა 2022 წელს იწურება. 

გამოცემა Financial Times-მა მილიარდერი და კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი "წლის ადამიანად დაასახელა".

მანამდე ჟურნალმა Time-მა Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი "წლის ადამიანად" დაასახელა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system