
Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის ქონებამ 300 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რითაც იგი ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. ამის შესახებ Bloomberg Billionaires Index-ის ანგარიშშია აღნიშნული.
ბოლო განახლების შემდეგ მასკის ქონება 9,79 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო წლის დასაწყისიდან – 132 მილიარდი დოლარით.
ეს განპირობებულია იმით, რომ Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
Bloomberg Billionaries Index-ის მიხედვით, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი 199 მილიარდი დოლარით მეორე ადგილზეა.